გია ხუხაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფლებამ თუ წააგო, მათ უნდა ჩაალაგონ ჩემოდნები და წავიდნენ სახლში
25-10-2017, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, საზოგადოებას აქვს სურვილი, რომ პოლიტიკაში ახალი ძალა გამოჩნდეს.

 

 

როგორც მან „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, ის, რომ საზოგადოება ალტერნატივას ელოდება, თბილისის მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში დადასტურდა.

 

 

„ამომრჩეველს იმდენად სურს, რაღაც სიახლე, მაშინვე მოეჭიდა ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას", განაცხადა ხუხაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორედ ამით იყო განპირობებული თვითმმართველობის არჩევნებში ელისაშვილის მიერ მიღებული პროცენტული მაჩვენებელი. ექსპერტი ფიქრობს, რომ „როგორც კი გაჩნდება ქვეყანაში რეალური ალტერნატივა, ამომრჩეველი ხავსივით მოეჭიდება მას". ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ალტერნატივა აუცილებლად გაჩნდება.

 

 

„პოლიტიკაში ისევე, როგორც ეკონომიკაში, უნივერსალური კანონები მოქმედებს ხომ. მოთხოვნილება არის ძალიან მაღალი, მოთხოვნა როდესაც არის და ეს დიდხანს გრძელდება, აუცილებლად განჩდება მიწოდება ბაზარზე.... მონოპოლიზებულ რესურსებთან დაპირისპირება მხოლოდ ახალი იდეებით, ანთებული გულით და მაღალი ინტელექტით შეიძლება.

 

 

რესურსებთან დაპირისპირება აუცილებლად მოხდება, მაგრამ მოხდება სუფთა ფურცლიდან. აი, ვინ იქნება და რა იქნება, მე არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ამის პირველი ტესტი, წესით, ისტორიული კანონზომიერებით უნდა იყოს უკვე საპრეზიდენტო არჩევნებზე. საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფლებამ თუ წააგო, ამ შემთხვევაში, ჩათვალეთ რომ მათ უნდა ჩაალაგონ ჩემოდნები და წავიდნენ სახლში.

 

 

2020 წელს „ქართულ ოცნებას" აღარანაირი შანსი არ ექნება. საპრეზიდენტო არჩევნები მათთვის არის ფატალური არჩევნები იმიტომ, რომ იქ ერთი კაცის ირგვლივ იკრიბება ყველაფერი, ამას არ სჭირდება დიდი ინფრასტრუქტურა და აი, იმ ერთმა კაცმა თუ დაამარცხა „ქართული ოცნება", რომელიც მონოპოლურ რესურსებზეა დაფუძნებული, მაშინ უკვე 2020 წელსაც განწირულები იქნებიან", განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი