ნინო ბურჯანაძე: ჩვენ გვაინტერესებს ვინ არ მისცა კუკავას ხმა - დედამ, მამამ თუ დამ - ვის იგდებთ მასხრად?
25-10-2017, 19:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას საარჩევნო ბიულეტენების ხელმეორედ გადათვლისკენ მოუწოდებს.

 

 

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა დაამტკიცოს, რომ ხმები არ მოუპარავს.

 


„მინდა მივმართო ხელისუფლებას - თქვენ მოგიწიათ იმის აღიარებამ, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და არჩევნები იყო მანიპულირებული. გახსენით უბნები, გახსენით ყველა უბანი, სადაც ოპოზიცია გადათვლას ითხოვს. თუ ჭკუა გაქვთ, გახსენით სხვა უბნები და დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ქურდები და ხართ მართლები", განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომლის თქმითაც, უბანზე, სადაც კახა კუკავამ მშობლებთან და დასთან ერთად მისცა ხმა, სამი ხმა არის დაფიქსირებული.

 

 

„ჩვენ გვაინტერესებს ვინ არ მისცა კუკავას ხმა, დედამ, მამამ თუ დამ - ვის იგდებთ მასხრად?“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი