კახა კალაძე: ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან, გიორგი ვაშაძესთან - ყველასთან, ვისაც აქვს ღირებული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, მზად ვარ თანამშრომლობისთვის
26-10-2017, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპონენტებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ყველა ადამიანს, ვისაც ექნება ხედვა, კონკრეტული პროექტი, რაც ღირებული და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ჩვენ მის განხორციელებაში დავეხმარებით".

 

 

„ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან, გიორგი ვაშაძესთან - ყველასთან, ვისაც აქვს ღირებული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, მზად ვარ თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ქალაქი არ არის მარტო ჩემი ან "ქართული ოცნების", არამედ ეს არის თითოეული ჩვენგანის.... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერილი იყო ძალიან ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდება მომავალი წლების განმავლობაში, თუ არიან კიდევ ადამიანები და მათ აქვთ კონკრეტული ხედვები, მზად ვართ განვიხილოთ და შემდეგ მოხდეს მათი განხორციელება", განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   mzia
      
თუ ეს გულწრფელი შეთავაზებაა და თუ მხარეები პარტიულ მიკერძოებებს გადალახავენ, ეს გახლეჩილი საზოგადოებისათვის იქნებოდა საუკეთესო მაგალითი შEრიგებისა, კონსტრუქციულობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა. ასეთი მაგალითი ხალხსაც უბიძგებდა კონსოლიდაციისაკენ, თამაშის ახალ წესებს დაამკვიდრებდა, მაგრამ, ვშიშობ, რომ არ წავლენ ამაზე.
26 ოქტომბერი 2017 11:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი