გიორგი მარგველაშვილი: ყოველთვის, როდესაც ჩემს წინ იქნება დილემა, ჩემს პოლიტიკურ ინტერესებსა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოს ინტერესებს პრიორიტეტულად დავაყენებ
28-10-2017, 10:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებსა და საქართველოს მოსახლეობას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში აქტიური ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერის საფუძველი კიდევ ერთხელ განმარტა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ხელის არმოწერა გამოყენებული იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღდეგ ძალიან ნათელი მესიჯით, რომ საქართველო ვერ შედგა როგორც დემოკრატია, იმიტომ რომ კონსტიტუციაზე არ არის პრეზიდენტის ხელმოწერა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის დაწყების პირველივე დღიდან საკონსტიტუციო კომისიაში არშესვლით ძალიან რადიკალური ნაბიჯი გადადგა და ბევრი კრიტიკაც მიიღო.

 


მარგველაშვილის განცხადებით, ამ თვალსაზრისით ყველაფერი გამართლდა და საკონსტიტუციო კომისიამ ბოლოს დადო დოკუმენტი, რომელსაც ერთპარტიული ხელმოწერა ჰქონდა.

 

 

„მერე იყო გრძელი პროცესი ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ექსპერტების იმედგაცრუების, შემდეგ იყო ვეტო და ამ ვეტოს წინ უძღოდა ძალიან მნიშვნელოვანი კონსენსუსი პარტიებს შორის.

 


ვეტო დაიძლია და ჩემს წინაშე დადგა დილემა: გამეგრძელებინა ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მე მარტომ დავიწყე, თუმცა საბოლოოდ მარტო თავის პულტებთან დარჩა „ქართული ოცნება“, თუ მომეწერა კონსტიტუციისთვის ხელი.

 


ეს იყო დილემა. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ლოგიკური იყო პოლიტიკური პროცესი გამეგრძელებინა და მიმეყვანა თავის საბოლოო დასასრულამდე, მაგრამ მეორე მხრივ, მე ვიცოდი რა ნაღმებს ვდებდი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში.

 


იმიტომ რომ კონსტიტუციის ხელმოწერასა და არმოწერას შორის არის განსხვავება იმ თვალსაზრისით, რომ გვინდა კი, საერთოდ, კანონი თუ ქვეყნის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პოლიტიკური პირი საზოგადოებას ეუბნება, რომ ამ კანონს უკანონობა ჯობია. ეს იქნებოდა უაღრესად სახიფათო ჩვენი სახელმწიფოსთვის.

 


ეს იქნებოდა გამოყენებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ძალიან ნათელი მესიჯით, რომ საქართველო ვერ შედგა როგორც დემოკრატია, იმიტომ რომ კონსტიტუციაზე არ არის პრეზიდენტის ხელმოწერა.

 


ეს იქნებოდა სახიფათო იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი დესტრუქციული ჯგუფი, რომელიც დაგეგმავდა რაიმე ტიპის დაუმორჩილებლობას, მათი მოწოდება კონსტიტუციის ფარგლებში იქნებოდა ძალიან სუსტი, იმიტომ რომ ამ კონსტიტუციას არ ექნებოდა ასეთი ლეგიტიმაცია.

 


ჩემს წინაშე იყო დილემა საერთოდ ამ კანონის აღიარებასა თუ მის არაღიარებას შორის.

 


ეს იყო დილემა ჩემი პოლიტიკური გზის, კიდევ ერთხელ იმ გზის, რომელიც მე დავიწყე, გაგრძელებასა თუ საკუთარ პოლიტიკურ ქულებზე უარის თქმასა და სახელმწიფოებრიობის უფრო მაღალ ღირებულებად დაყენებას შორის.

 


და მე გადავდგი ეს რთული ნაბიჯი, რომელმაც ბუნებრივია, გამოიწვია ბევრი ადამიანის უარყოფითი რეაქცია.

 


მე დღეს მინდა მათ ვუთხრა, რომ ყოველთვის, როდესაც ჩემს წინ იქნება დილემა, ჩემს პოლიტიკურ ინტერესებსა და სახელმწიფოს შორის, ბუნებრივია მე სახელმწიფოს ინტერესებს პრიორიტეტულად დავაყენებ”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი