საქართველოს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა
31-10-2017, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტად დღეს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. კერსტი კალიულაიდი საქართველოს მეუღლესთან, გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად ესტუმრება.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც ესტონეთის სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და ბიზნესმენები იქნებიან.

 


„საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ესტონეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვედრებს გამართავენ პირისპირ და დელეგაციებთან ერთად - გაფართოებულ ფორმატში.

 


პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ქართველი და უცხოური მედიის კითხვებს უპასუხებენ. სასახლეშივე შედგება, ასევე, ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაც.

 


კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება და ქართულ - ესტონურ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

 


ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ასევე შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

 


საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები ხურვალეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრებიან. კერსტი კალიულაიდი წეროვანის საჯარო სკოლასაც ეწვევა.
კერსტი კალიულაიდი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და ესტონური პროექტის ხელშეწყობით დაარსებულ კომპიუტერულ კლასს მოინახულებს.

 


ესტონეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად სახელმწიფო ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში თბილისს, მცხეთასა და იმერეთის რეგიონს დაათვალიერებს", აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი