„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება
31-10-2017, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას, მონაწილეობას არ მიიღებს.

 

 

განცხადება პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

ბაქრაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ წინასწარ განმარტა, რომ კომისიის მუშაობას არ მოჰყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება და კომისია მხოლოდ წინასწარ გაცხადებულ ოთხ პუნქტზე იმუშავებს.

 

 

„მინდა გაგაცნოთ პარტია „ევროპული საქართველოს" და საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, გუშინ უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით და მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საპარლამენტო უმცირესობა და „ევროპული საქართველო" ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

 

გუშინვე, უმრავლესობის ლიდერებისგან ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ, რომ კომისიის მუშაობას არ მოჰყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება კონსტიტუციაში და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის გახლავთ, წინასწარ დაანონსებული 4 ცვლილება. ანუ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამ, სანამ დიალოგი დაიწყებოდა. ასეთ პირობებში, როდესაც წინასწარ არის გაცხადებული, არანაირ შინაარსობრივ ცვლილებაზე ეს კომისია და უმრავლესობა არ დათანხმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობის არსს კომისიაში ვერ ვხედავთ,“ განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი