„სალვუს დეველოპმენტის” მფლობელი: თებერვალში შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია - მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2“-ს ვაფინანსებ
31-10-2017, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სალვუს დეველოპმენტის” მფლობელი გიორგი სოზაშვილი მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და აღნიშნულს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის დაფინანსების საქმეს უკავშირებს.

 

 

როგორც მან წუხელ, გვიან ღამით საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, თებერვალში მის კომპანიაში საგადასახადო ინსპექცია შევიდა, რის შემდეგაც, მას პირდაპირ უთხრეს, რომ „იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2"-ს ვაფინანსებ".

 

 

„ა.წ. თებერვალში შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია ვითომ გეგმიური შემოწმების მიზეზით. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2"-ს ვაფინანსებ. იმიტომ, რომ ძალიან მსხვილი რეკლამა მქონდა შეკვეთილი „რუსთავი 2"-ზე. პირდაპირ მითხრეს, რომ ეს ამის გამო კეთდება „რუსთავი 2"-ს რომ ვაფინანსებ. ძალიან ვთხოვ ყველას, ბიზნესს გვაცადეთ თავისუფლად საქმის კეთება", განაცხადა გიორგი სოზაშვილმა.

 

 

კომპანიის წარმომადგენლები და იურისტები გუშინ „სალვუს დეველოპმენტის“ ოფისში მომხდარ შემთხვევას ბიზნესზე ზეწოლად აფასებენ. მათი თქმით, შემთხვევა, რომელიც გუშინ მოხდა „სალვუს დეველოპმენტის“ ხელმძღვანელობასა და მობინადრეებს შორის მიზანმიმართული იყო, რადგან ერთ-ერთი მოქალაქე, დავით ეჟიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ მას კომპანიამ ხელშეკრულება დაურღვია, ტყუილია. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ობიექტის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო და შესაბამისად, მათ ხელშეკრულება არ დაურღვევიათ.

 

 

„მოქალაქე მოვიდა ოფისში, ვითმოდა რაღაც საკითხების გასარკვევად, თვითონვე მოაწყო პოროვოკაცია, იმუქრებოდა, რომ მისი ძმა პროკურორია და თუ ის საჭიროდ ჩათვლიდა, ყველას დაიჭერდა. მისი ძმაც მოვიდა ოფისში, მოიყვანა თანმხლები პროკურორებიც, რომლებიც უფლებამოსილებას ამეტებდნენ. წინასწარვე დააანონსეს, რომ ოფისში ჩხრეკას ჩაატარებდნენ და ყველას ციხეში ჩასვამდნენ", განაცხადა ადვოკატმა, მარინე ცუცქირიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი