საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ესტონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
31-10-2017, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდისა და მისი მეუღლის გეორგ-რენე მაქსიმოვსკის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შესრულდა საქართველოსა და ესტონეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდიმ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.

 


დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ესტონეთის პრეზიდენტის მეუღლე გეორგ-რენე მაქსიმოვსკი.

 


პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი.

 


ესტონეთის სახელმწიფო დელეგაციაში არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ბიზნესმენები.

 


ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ნოემბერს დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი