საქართველოს პრემიერ მინისტრი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
31-10-2017, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს დენის ო დონოვანს შეხვდა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაზე ისაუბრეს.

 


„პრემიერმა ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციას მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია განათლების სისტემის რეფორმა. გამოითქვა ამ პროცესში ირლანდიის გამოცდილების გაზიარების ინტერესი.

 


საუბრისას, ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ტურიზმის განვითარების პოზიტიურ დინამიკას, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

 


პრემიერ-მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, ისაუბრა საგადასახადო და საპენსიო რეფორმების შესახებ.

 


ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.

 


მხარეებმა საქართველოში ირლანდიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების განხორციელების პერსპექტივაც განიხილეს.

 


პრემიერმა ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი