გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდმა დელეგაციებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს
31-10-2017, 17:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა დელეგაციებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდმა საქართველო - ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში ურთიერთობების ინტენსიფიკაციას ითვალისწინებს.

 


„აღინიშნა საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კუთხით განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ესტონური გამოცდილების გაზიარება ყველა მიმართულებით, მათ შორის ელექტრონული მმართველობისა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარების თვალსაზრისით. დღეს ესტონეთი მაგალითს აძლევს საქართველოს, რომელიც მრავალ სფეროში ტრანსფორმაციის გზას ადგას.

 


როგორც პრეზიდენტმა კალიულაიდმა აღნიშნა, საქართველოს მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განვითარების სფეროში ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მომავალშიც დაემყარება კარგი მმართველობისა და დემოკრატიის, მეწარმეობისა და განათლების, განსაკუთრებით კი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წახალისებას.

 


განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი.

 


ისაუბრეს ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ იგი უზრუნველყოფს კარგ შესაძლებლობას, გააძლიეროს საქმიანი კონტაქტები და მხარეებმა შეისწავლონ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პოტენციალი.

 


ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რომელიც მოიცავს კიბერ-უსაფრთხოებასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, თავდაცვის დაგეგმვას, პოლიტიკას და ეროვნული გვარდიის სკოლის განვითარებას.

 


შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და აღინიშნა, რომ ტურიზმის მაჩვენებელი საგრძნობლადაა გაზრდილი, ძლიერია კულტურული კავშირებიც. ქართული წამყვანი უნივერსიტეტები აქტიურად თანამშრომლობენ ესტონურ სასწავლებლებთან მემორანდუმების საფუძველზე.

 


საქართველო და ესტონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. ესტონეთი აღიარებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.

 


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი", ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი