თბილისის არჩეულმა მერმა პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
31-10-2017, 19:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პროფესიული განათლება არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიწყოთ დამოუკიდებელი, თანამედროვე ქვეყნის შესაბამისი, დაფასებული მოქალაქის ცხოვრება”, - ამის შესახებ თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ, დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, კონფერენცია საქართველოსა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში მოეწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებმა.

 


ღონისძიებაზე გაიმართა პროფესიული განათლების ახალი პროგრამების გამოფენა - „პროფესიები მომავლისთვის“. წარმოდგენილი იყო 40-მდე ახალი პროფესიული პროგრამა ავიაციის, საზღვაო, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მშენებლობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მრეწველობის სფეროების მიმართულებით.

 


თბილისის არჩეულმა მერმა პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების პროგრამები, რომელთა განხორციელებაც დღეიდან დაიწყება, სრულად პასუხობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის საჭირო კვალიფიკაციისა და ცოდნის დეფიციტის შევსების სახელმწიფო სტრატეგიას.

 

 

 


მისივე თქმით, ამ პროგრამების ამოქმედებით საქართველოში დაინტერესებულ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, შეიძინოს თანამედროვე, მომავლის უნარები და პროფესიები. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისში მალე დაიწყება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, აშენდება საგანმანთლებლო-შემეცნებითი ცენტრები და ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში, პროფესიული  პროგრამებით გადამზადება მნიშვნელოვანი იქნება.

 


„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაგვეხმარება, რომ მოქალაქეებს შევთავაზოთ მომავლის პროფესიების შესწავლის შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში განსაკუთრებით გვჭირდება პროფესიონალი სპეციალისტები, რომელიც თბილისის, ჩვენი ქალაქებისა და ქვეყნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ძვირფასო კოლეგებო, მომავალო სტუდენტებო, თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს! ზუსტად თქვენი დახმარებით, თქვენ მიერ მიღებული თანამედროვე ცოდნის მეშვეობით ერთად შევძლებთ დავძლიოთ გამოწვევები და უზრუნველვყოთ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. პროფესიული განათლება არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიწყოთ დამოუკიდებელი, თანამედროვე ქვეყნის შესაბამისი, დაფასებული მოქალაქის ცხოვრება”, - განაცხადა კალაძემ.

 


როგორც თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრად ყოფნის დროს, სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას, ყოველთვის უწევდათ უცხოეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანა. კალაძე დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ამის საჭიროება აღარ იქნება და მსგავს ვითარებაში იმ ახალგაზრდების  შესაძლებლობებს გამოიყენებენ, რომლებიც ამ მიმართულებით გადამზადდებიან და შესაბამისს განათლებას მიიღებენ.

 


“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, რადგან მათ შეძლეს და პროფესიული განათლების ახალი პროგრამები უმოკლეს დროში რეალობად აქციეს.  ასევე დიდი მადლობას ვუხდი ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიების, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადეთ ამ პროგრამების შემუშავებას. გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და მე, როგორც თბილისის მერი, მზად ვარ თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ჩვენი დედაქალისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი