გიორგი მარგველაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
01-11-2017, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი, საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის (მაჯლის აშ-შურა) თავმჯდომარე დოქტორ აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხი მიიღო.

 


პრეზიდენტის ადმინისტრციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი, სექტორული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციასა და სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

 


საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობითა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოთი დაინტერესდა.

 


აღინიშნა, რომ საქართველოს უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია და მისი ათვისება და გამოყენება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

 


გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დევნილთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.

 


საქართველოს პრეზიდენტმა საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი