გიორგი კვირიკაშვილი: ესტონეთს, როგორც ერთ-ერთ კონტრიბუტორ ქვეყანას, შეუძლია თამამად იყოს იმ წარმატების თანაზიარი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია
01-11-2017, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-ესტონეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თუმცა სასურველია სხვადასხვა სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ამოქმედება. ყურადღება დაეთმო სექტორულ თანამშრომლობას. მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო ასპექტების შესახებ. პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საერთაშორისო ორგანიზაციები და რეიტინგები ადასტურებენ. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში არსებული პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ.

 

 

„ესტონეთს, როგორც ერთ-ერთ კონტრიბუტორ ქვეყანას, შეუძლია თამამად იყოს იმ წარმატების თანაზიარი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


მხარეებმა ნოემბერში დაგეგმილ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებაც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სამიტზე საქართველო წარდგება, როგორც ქვეყანა, რომელმაც ყველა აღებული ვალდებულება შეასრულა. პრემიერ მინისტრმა ესტონეთის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, კერსტი კალიულაიდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ოფიციალური ტალინი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. პრემიერ მინისტრის თქმით, იგი აფასებს ესტონეთის პრეზიდენტის მიერ, საქართველოს მიმართ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოსა და ესტონეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი