ირაკლი კობახიძე ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
01-11-2017, 18:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. კობახიძის განცხადებით, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი ქვეყნებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.


ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ესტონეთთან მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, აქტიურად მუშაობს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი.


მისი თქმით, ამას ხელს უწყობს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული ისტორიული კავშირებიც, რაც კიდევ უფრო მტკიცე სამომავლო თანამშრომლობისთვის მყარი საფუძველია.


„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


კერსტი კალიულაიდის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მისი ვიზიტი საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მცირე ხნით ადრე შედგა. მისივე თქმით, ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორმატში.


პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უხეშად ირღვევა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, რომლის მიზანიც დაძაბულობის წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე შემცირებაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სტაბილურობა არის ქვეყნის ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, საქართველო ახერხებს, უზრუნველყოს არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოება და სტაბილურობა, არამედ იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაშიც. მისი თქმით, სიძნელეების მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა აქტიურად აგრძელებს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას.


შეხვედრაზე აღინიშნა ტურიზმის სფეროში ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი, რაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერების კუთხითაც.


გარდა ამისა, საუბარი შეეხო ელექტრონული მმართველობის განვითარებასა და პარლამენტის როლს ამ საქმეში. ესტონურმა მხარემ გამოცდილების გაზიარებისა და ექსპერტული დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.


დღესვე ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ცხრა აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო", აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი