გიორგი მარგველაშვილი: ესტონეთი საქართველოს ძლიერი პარტნიორი და იმ ღირებულებების მხარდამჭერია, რომელიც საქართველოსა და ესტონეთს აერთიანებს
02-11-2017, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაში, რომელიც ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართეს და საქართველოს და ესტონეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

 


ეს მართლაც განსაკუთრებული ვიზიტია; ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ბიზნეს და კულტურული თანამშრომლობა.

 


ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მხარდამჭერია; მხარდამჭერი საქართველოსი და ასევე იმ ერთ-ერთი მთავარი ღირებლების, რომელიც საქართველოსა და ესტონეთს აერთიანებს - თავისუფლება და თავისუფლებისათვის თავდადება.

 


ეს ვიზიტი ასევე განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ, რომელიც ცნობილია საკუთარი სტუმართმოყვარეობის ტრადიციით მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო ესტონელი მეგობრებისგან ამ განსაკუთრებული მიღებით. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს გამოცდილებაში, როდესაც სტუმრები მასპინძლობენ მასპინძელს. ნება მიბოძეთ გაგიმხილოთ დიპლომატიური საიდუმლო - გუშინდელ სადილს მთლიანად ესტონური მხარე უძღვებოდა, რომელმაც იცის საქართველოს ტრადიცია, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ ჩვენზე უკეთესადაც.

 


ქალბატონო პრეზიდენტო, ეს იქნება დაუვიწყარი ვიზიტი. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მიღებაზე.

 


პრეზიდენტებმა საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი