ზაზა ბიბილაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიერ ხელმოწერილ ოქმებს ასაჩივრებს და მათ ბათილობას ითხოვს
02-11-2017, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაზაბიბილაშვილის განცხადებით, პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხელმოწერილ ოქმებს ასაჩივრებს და მათ ბათილობას მოითხოვს. განცხადება ამის თაობაზე რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა.

 

 

„გუშინ პარტიული ნიშნით დაკომპლექტებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან იდილიურ გარემოში შეაჯამა თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნების შედეგები და დაამტკიცა შემაჯამებელი ოქმები. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ოქმები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, ვინაიდან ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. წინასაარჩევნო კამპანია აჩატარდა არაკონკურენტულ გარემოში, ხოლო არჩევნების დღეს მასიური ხასიათი ჰქონდა ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომლებმაც არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ჩვენ, არჩევნების პროცესშიც, არჩევნების შემდეგაც, არაერთხელ წარვუდგინეთ ჩვენს ამომრჩეველს, საზოგადოებას ის ფაქტები, რომლებიც ადასტურებს ზემოაღნიშნულს. ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც არის ზოგადად „ქართული ოცნების" ნოუ-ჰაუ; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო უპრეცედენტო მასშტაბით; გრძელდებოდა „კარუსელების" პრაქტიკა; იყო მოსყიდვა: იყო დაშინება; ოქმების შეცვლა და არაერთი ისეთი ფქაქტი, რომელიც გვაფიქრებინებს და ჩვენი ღრმა რწმენით გვამტკიცებინებს, ეს არჩევნები იყო სხვა არაფერი, თუ არა ჩვეულებრივი სპეცოპერაცია", განაცხადა ბიბილაშვილმა და დასძინა, რომ თბილისის მასშტაბით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 600-ზე მეტი საჩივარი შეიტანა. 

 

 

შესაბამისად, ჩვენ ვაცხადებთ, რომ დღეს კანონით დადგენილ ვადაში, ვასაჩივრებთ ცესკო-ს მიერ გუშინ ხელმოწერილ ოქმებს და მოვითხოვთ სასამართლოში ამ ოქმების ბათილობას. ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, პრაქტიკულად ყველა სხვა ოპოზიციური პარტია იზიარებს ამ შეფასებას; იზიარებს იმას, რომ საქართველოში არ იყო წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი და კონკურენტული და არჩევნების დღე ხასიათდებოდა მასიური და ფუნდამენტური დარღვევებით. ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ კომუნიკაციაში ამ პარტიებთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან და გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომელთა მიზანია, რომ საქართველოში იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოდა რომლებიც აცნობიერებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა დღეს არის ივანიშვილი და მის მიერ თავსმოხვეული უსამართლობა", განაცხადა ბიბილაშვილმა ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი