საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა 83 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, დაამტკიცა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა 10 წევრით განისაზღვრა. მის შემადგენლობაში ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილი, ირმა ინაშვილი, ვასილ გონაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ტუღუში, თორნიკე ჭეიშვილი იქნებიან.
კომისიის შემადგენლობაში არ არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.