მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული „1878 წელს დამზადებული“ 1 ყლუპი შოტლანდიური ვისკი, რაშიც ჩინელმა მილიონერმა 10 000 აშშ დოლარი გადაიხადა, ფალსიფიცირებული აღმოჩნდა
02-11-2017, 17:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინელი მილიონერის მიერ შვეიცარიაში, სასტუმროს ბარში 7 600 ფუნტ სტერლინგად ნაყიდი დაძველებული შოტლანდიური ვისკის ერთი ყლუპი, ფალსიფიცირებული იყო, როგორც ეს ლაბორატორიულმა შემოწმებამ დაასკვნა.

 


როგორც BBC იტყობინება, მას შემდეგ რაც ექსპერტებმა ეჭვი გამოთქვეს 20 მილიგრამი ალკოჰოლური სასმელის ნამდვილობაზე, სეინტ მორიცში, „Waldhaus Am See“-ს სასტუმროს მიერ შოტლანდიიდან სპეციალისტები გამოიძახეს.

 


Macallan-ის ვისკი გაუხსნელი ბოთლიდან იქნა ჩამოსხმული და მასზე აღნიშნული წარწერის მიხედვით ის 1878 წელს, მხოლოდ ალაოსგან იყო დამზადებული.

 


მაგრამ ანალიზმა გარკვევით აჩვენა, რომ აღნიშნული ვისკი 1970 წლამდე არ არის გამოხდილი.

 


მიიჩნევენ, რომ ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ოდესმე ვინმეს ერთ ყლუპ შოტლანდიურ ვისკიში აქვს გადახდილი.

 

 

სასტუმრომ განაცხადა, რომ იგი დაეთანხმა ექსპერტების დასკვნას და სრულად აუნაზღაურა კლიენტს დანახარჯი.

 

 

 


36 წლის პეკინელმა ძანგ ვეიმ (ფოტოზე ხელმარცხნივ, სასტუმროს მენეჯერ სანდრო ბერნასკონისთან ერთად) - ჩინეთის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ონლაინ მწერალმა - ივლისში, სასტუმროს „Devil's Place“-ის ვისკის ბარში სტუმრობისას ერთ ყლუპ ვისკიში 10 000-ამდე შვეიცარიული ფრანკი (10 050 აშშ დოლარი, 7 600 ფუნტი) გადაიხადა.

 


ალკოჰოლური სასმელის წარმოშობის შესახებ ეჭვი მისი ყიდვიდან მალევე წარმოიშვია, როდესაც ვისკის ინდუსტრიის ექსპერტებმა შეუსაბამობები შენიშნეს ბოთლის საცობსა და ეტიკეტში, რამაც ნიმუშის სპეციალისტებთან გაგზავნა განაპირობა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა 95%-იანი სიზუსტით დაადგინა, რომ ალკოჰოლური სასმელი 1970 წლიდან 1972 წლამდე პერიოდში იყო დამზადებული.

 


„ტატლოკის“ და ტომსონის“ ალკოჰოლის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა შემდგომმა ლაბორატორიულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ აღნიშნული ვისკი შესაძლოა ნარევი ყოფილიყო, რომელიც 60% ალაოსგან და 40% ხორბლეულისაგან შედგებოდა, რამაც გამორიცხა, რომ ის მხოლოდ ალაოსგან იყო დამზადებული.

 


აღნიშნული ვისკი ნამდვილი რომ ყოფილიყო, ერთი ბოთლის გაყიდვა ბარს შემოსავლის სახით, ჯამში 300 000 შვეიცარიულ ფრანკს (227,000 ფუნტს, 302 000 აშშ დოლარს) მოუტანდა.

 


ძანგმა, რომელიც ფსევდონიმის, ტანგ ძია სანის სახელით საბრძოლო ხელოვნების შესახებ ფანტაზიური ჟანრის რომანებს წერს, „ჩაინა დეილის“ თანახმად, 2015 წელს დაახლოებით 16.8 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

 


მან ერთი ყლუპი ვისკი არდადეგებზე მის ბებიასთან ერთად ყოფნისას იმ შვეიცარიულ სასტუმროში იყიდა, რომელიც მომხმარებელს 2 500 სახეობის ვისკის სთავაზობს.

 


Waldhaus-ის მენეჯერმა სანდრო ბერნასკონიმ „BBC Scotland“-ს უთხრა, რომ სასტუმროს წარმოდგენა არ ჰქონდა თუ ბოთლი ყალბი იყო.

 


მან განაცხადა: „Macallan-ის ბოთლი მამამისმა 25 წლის წინათ, მაშინ იყიდა, როცა იგი ამ სასტუმროს მენეჯერი იყო და იგი მას შემდეგ გაუხსნელი იყო.

 


„როდესაც ბატონმა ძანგმა იკითხა, შეეძლო თუ არა მცირე ოდენობით გაესინჯა ის, ჩვენ ვუთხარით მას, რომ ეს გასაყიდად არ ჰქონდათ. როცა მან თქვა, რომ მას ნამდვილად სურდა მისი გასინჯვა, მე დავურეკე მამაჩემს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენ შეგვეძლო დავლოდებოდით მომდევნო 20 წელი ამის მსგავს კლიენტს და გაგვეყიდა ის.

 


„ბატონმა ძანგმა და მე შემდეგ ერთად გავხსენით ბოთლი და მოვსვით ცოტაოდენი“.

 


ვისკის გასინჯვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ძანგმა ჩინურ მიკრო-ბლოგინგის პლატფორმაზე, „ვეიბოზე“ მისი თავსგადახდენილი ისტორიის შესახებ ჩინურად დაწერა.

 


„როდესაც 100 წელზე მეტი ხნის ალკოჰოლურ სასმელს გადავაწყდი, დიდ ხანს არ მიყოყმანია.

 


„ბებიაჩემი, რომელიც მოგზაურობისას თან მახლდა, მხოლოდ 82 წლის იყო, ალკოჰოლური სასმელი კი 139 წლის - იმავე ასაკის რაც ბებიაჩემის ბებია.

 


„ყველას ინტერესი რომ დავაკმაყოფილო, მას კარგი გემო ჰქონდა. ეს მხოლოდ გემო არაა, ეს ასევე ისტორიაცაა“.

 


ძანგს სასტუმროს ხელმძღვანელობამ 20 მილიგრამ ვისკიში გადახდილი 10 000 აშშ დოლარი უკან დაუბრუნა.

 


„როდესაც მე მას შედეგები ვაჩვენე, იგი არ გაბრაზებულა - მან ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა სასტუმროს პატიოსანი მიდგომის გამო და თქვა, რომ მისი შვეიცარიაში გატარებული დრო კარგი იყო.

 


„როდესაც საქმე ეხება ჩვენი კლიენტებისთვის მსოფლიოს უიშვიათესი და უძველესი ვისკების მიყიდვას, ჩვენი მოვალეობაა თავი დავიზღვიოთ იმისაგან, რომ ეს ალკოჰოლური სასმელები 100%-ით ნამდვილია... ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმით, რომ ჩვენი კლიენტის მიმართ კეთილი ნება გამოვხატეთ და მას სრულად გადავუხადეთ დახარჯული თანხა“, განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი