პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაასრულა
04-11-2017, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურამ დ.ფ.-ს მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

 

„საქართველოს პროკურატურამ დ. ფ. - ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაასრულა, სადაც შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. 2016 წლის 2 დეკემბერს, პოლიციელზე თავდასხმისთვის მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დაკავებულმა, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა დ. ფ.-მ გამოძიების ეტაპზე განმარტა, რომ მისი დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის გამოყენების ფაქტებს. რის საფუძველზეც ქ.თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება დ. ფ. - ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები დაიკითხნენ მოწმეები. საქმეზე გამოკითხულმა პოლიციელებმა და დ.ფ.-ს  თანმხლებმა პირებმა გამოკითხვისას განაცხადეს, რომ ქ. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დ.ფ. თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში რომელიც პოლიციელთა გამოჩენის შემდეგ დატოვა და ტერიტორიიდან გაქცევის მიზნით ახლომდებარე ხევში გადახტა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანებები.

 

 

პოლიციელებმა მისი დაკავების მიზნით დევნა ვეღარ გააგრძელეს, რადგანაც ხევში გადახტომას შესაძლოა მოჰყოლოდა პოლიციელთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანება. იმავე დღეს დაახლოებით 21:30 საათზე დ.ფ. ნანახი და დაკავებული იქნა ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. დაკავებისას მას აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, რომლებიც მისივე განმარტებით მიღებული ჰქონდა 2016 წლის 2 დეკემბერს დაცემის შედეგად. აღნიშნულ ოქმს ხელმოწერით ადასტურებს თავად დ.ფ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ. ფ. - ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი  არ ჰქონია, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი