საქართველოს პრეზიდენტი ტეხასის ეკლესიაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის ხელისუფლებასა და ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ჩვენ ფიქრებით ვართ თქვენთან და დაღუპულთა ოჯახებთან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ აშშ-ის ხელისუფლებას და ამერიკელ ხალხს", დაწერა პრეზიდენტმა „თვითერის" პირად გვერდზე.
თავდასხმას, რომელიც უილსონის საგრაფოში, ბაპტისტურ ეკლესიაზე მოხდა, სულ მცირე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც გავრცელებული ცნობით უკვე მოკლულია, ეკლესიაში ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 11:300 საათზე შევიდა და ცეცხლი გახსნა.
ადგილობრივების თქმით, წირვას ჩვეულებისამებრ, 50 ადამიანი ესწრება ხოლმე. დაზიანებები აქვს მიღებული 20-ზე მეტ ადამიანს.
BBC-ის ცნობით, თავდამსხმელი მოკლულია, მაგრამ ამ დროისთვის უცნობია, მან თავი მოიკლა, თუ იგი პოლიციამ მოკლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.