„ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი თბილისის საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ქიტესაშვილის თქმით, სარჩელთან დაკავშირებით იგი სხვა გადაწყვეტილებას ელოდა.
„მიმაჩნდა უფრო სამართლიანად, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ეტაპზეც მე ვერ ვიპოვე სამართალი. ძალიან გულდასაწყვეტია.... მთელი კვირაა ამას ვიმეორებ, რომ დაკარგული ექვსი ბიულეტენი არის გავლენის მომხდენი შედეგზე და დიდი იმედი მქონდა, რომ საქალაქო სასამართლო მაინც, სწორად წაიკითხავდა კანონს, ან მე ამიხსნიდა, ვნახოთ რას ამიხსნის - როგორ იკითხება კანონი. ეს ჩემითვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია", განუცხადა ლელა ქიტესაშვილმა ჟურნალისტებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატი არჩევნების შედეგების გაუქმებასა და მეორე ტურის ჩატარებას ითხოვდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა. აღნიშნული შედეგების მიხედვით, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.