ნინო გვენეტაძე: მე დღეს ძალადობის მსხვერპლი ვარ
06-11-2017, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, საბჭოს წევრები და საბჭოს მდივანი მასზე ზეწოლას ახორციელებენ.

 


„საბჭოს მიერ დღეს ჩემდამი მიმდინარეობს განსაკუთრებული ზეწოლა ბატონი მდივნისა და წევრების წარმომადგენლობით. ბატონი მდივანი მე დღეს მაიძულებს, რომ მივცე თანხმობა იმ სამუშაო გრაფიკზე, რაც ჩემს სამუშაო გრაფიკთან ჯერ შეჯერებული არ მაქვს და მთხოვს გადაწყვეტილებას. ღიად ვამბობ, მე ხვალ დილის 9 საათამდე გავივლიდი ჩემს გრაფიკს და მექნება ჩემი პოზიცია, არ ეთანხმები ამას? აყენებს მდივანი საკითხს, რომ 1/3-ით მიიღებთ გადაწყვეტილებას? - მიიღეთ. მე არ გეთანხმებით, ამას არ ჰქვია საკითხის დაგეგმვა და ორგანიზება. მე დღეს ძალადობის მსხვერპლი ვარ. ღიად ვამბობ - თქვენ ძალადობთ ჩემზე, რომ თქვენს ყველა წინადადებას, რომელსაც აქ შეაჯერებთ, დავეთანხმო ისე, რომ ჩემი გრაფიკი ვერ ვნახო", განაცხადა გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს, მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

 


საბჭოს მოსამართლე წევრები, ნინო გვენეტაძეს განმარტებას სთხოვდნენ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების იმ ოქმზე, რომელზეც თავმჯდომარის ხელმოწერა ამ დრომდე არ არის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი