ოთარ კახიძე: გოგა ონიანი არის ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი პოლიტიკური პატიმარი
07-11-2017, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ოთარ კახიძე ადვოკატ გიორგი ონიანისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება და აცხადებს, რომ ონიანი ივანიშვილის მორიგი პოლიტიკური პატიმარია.

 

 

„გოგა ონიანი არის ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი პოლიტიკური პატიმარი. 5 წლით თავისუფლების მისჯა ონიანისთვის ერთადერთ საკითხს ემსახურება, ეს არის ის, რომ ივანიშვილის ოჯახის ახლობლები რადგან არიან ჩართულნი ამ საქმეში, ისინი არიან საჩივრის ავტორები, სამაგალითოდ სჯიან ადვოკატს და ხელისუფლების ოპონენტს", განაცხადა კახიძე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 


„ევროპული საქართველოს“ წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც უპასუხა, სადაც მელია ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრობის შემთხვევაში, ონიანის საქმეზე სხვა განაჩენი დადგებოდა.

 

 

„მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის გაგრძელებას ასეთი თავხედური ფორმით, ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და დაუპირისპირდეს ივანიშვილის ხელისუფლებას. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა პოლიტიკური ოპონენტების გასათავისუფლებლად. ამ ფონზე, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერი მეორე ოპოზიციურ პარტიას ესხმის თავს და ყურადღება ხელისუფლებიდან გადააქვს შიდაოპოზიციურ დაპირისპირებაზე, ეს არის უპასუხისმგებლობა და ბრიყვული საქციელი", განაცხადა კახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი