საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს „სახალხო იმპიჩმენტით“ დაემუქრა
07-11-2017, 22:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა 3 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „სახალხო იმპიჩმენტის“ პროცედურის დაწყების მზადყოფნის შესახებ განაცხადა.

 


ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

 

სამშაბათს რადას შენობასთან სააკაშვილის ორგანიზებით მიტინგი დაიწყო, რომელშიც რუსული სააგენტოს ცნობით, დაახლოებით ათასი ადამიანი მონაწილეობს. პროტესტანტები დეპუტატებისთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მოხსნას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ანტი-კორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.

 


„თუკი ისინი [ხელისუფლება] განაგრძობენ ჩვენი მოთხოვნების იგნორირებას... მაშინ გთავაზობთ, 3 დეკემბერს დავიწყოთ სახალხო იმპიჩმენტის პროცედურა. დაე, ხალხმა ეს გააკეთოს“, განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტთან გამართულ მიტინგზე, თუმცა მას არ დაუზუსტებია, თუ რას წარმოადგენს ეს პროცედურა, წერს სააგენტო.

 

 

სააკაშვილმა ასევე მოუწოდა მომიტინგეებს, 12 ნოემბერს კიევში, მიხაილოვსკის მოედანზე შეიკრიბონ და ორგანიზება გაუწიონ მარშს მოთხოვნით, მიიღონ კანონები ანტი-კორუფციულ სასამრთლოსა და იმპიჩმენტზე. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსვლელობაში მეუღლესა და ვაჟთან ერთად აპირებს მონაწილეობას.

 

 

უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება შესაძლებელია მაშინ, თუკი მან სახელმწიფო ღალატი ან სხვა მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

 

 

 

კომენტარები: 2
#2   Shane
      
Greetings! Quick question that's totally off topic.
Do you know how to make your site mobile friendly? My web site looks weird when viewing from my iphone.
I'm trying to find a theme or plugin that might be able to resolve this
issue. If you have any recommendations, please share. Many thanks!


My blog Francesca
8 ნოემბერი 2021 22:52
#1   David
      
სიტყვა "კოპრუფციონერმა" მიშიკოს იდეოლოგიაში შეიძინა იგივე მნიშვნელობა რაც ქონდა "კონტრრევოლუციონერს" ბოლშევიკების ტერორის დროს. ისტორიამ გვანახა, რომ ბოროტება შობს მხოლოდ ბოროტებას. კარგი იქნება თუ უკრაინელები შარლატანი მიშიკოს ნაცვლად მონახავენ თავიანთ მანდელას, განდის, კინგს...
9 ნოემბერი 2017 12:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი