ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მეორე მოადგილეს შეხვდა
08-11-2017, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მეორე მოადგილე ბიორნ სოდერი მიიღო, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ვიზიტად იმყოფება.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 

 

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესიც.

 

 

განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული ვითარება. ასევე, დეტალურად ისაუბრეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე.

 


შეხვედრას შვედეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შვედეთში დაგეგმილ ვიზიტსაც. მისი თქმით, ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერების კიდევ ერთი სტიმული იქნება.

 

 

„შვედეთი იყო და არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი სახელმწიფო. ასევე, ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე ამ საკითხებს შევეხეთ. ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების და იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ვისაუბრეთ თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე. იგეგმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შვედეთში და ეს ერთ-ერთი დამატებითი სტიმული იქნება ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის.

 

 

ასევე, იყო საუბარი იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, საკონსტიტუციო რეფორმის, დაგეგმილი რეფორმების, ევროპული უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ. ვიმსჯელეთ ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კუთხით ჩვენს პერსპექტივებზე“, განაცხადა შვედეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი