გერმანია ევროკავშირის კოლაფსის გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის გეგმებს ადგენს - საიდუმლო დოკუმენტმა მედიაში გაჟონა
08-11-2017, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საიდუმლო დოკუმენტში, რომელმაც გასულ კვირას გერმანულ გამოცემა „შპიგელში“ გაჟონა, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო 2040 წლისთვის ყველაზე ცუდ სცენარს პროგნოზირებს. „ევროკავშირის გაფართოება დიდწილად მიტოვებულია, და უფრო მეტ სახელმწიფოებს აქვთ დატოვებული ორგანიზაცია... მზარდად უწესრიგოდ, ზოგჯერ ქაოტურად და კონფლიქტისკენ მიდრეკილად, მსოფლიომ კარდინალურად შეცვალა უსაფრთხოების გარემო“.

 


როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, 120-გვერდიანი დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაა „სტრატეგიული პერსპექტივა 2040“ ფედერალური მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტია და სცენარები, რასაც ის წარმოიდგენს, ავისმომასწავებლად რეალისტურია: აღმოსავლეთ-დასავლეთის კონფლიქტი, რომელშიც ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო ჩაერთვება რუსეთის ან „მულტიპოლარული“ ევროპის მხარეს, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო ლისაბონის ხელშეკრულების აშკარა უგულვებელყოფით რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოდელს აირჩევს.

 


„გარდიანის“ მიმომხილველის აზრით, ფაქტი, რომ დოკუმენტი საერთოდ არსებობს, ეს უკვე გლობალურ სისტემაში მზარდი დაძაბულობის ნიშანია. გერმანიის მკაცრი ლოჯისტიკური დაგეგმარების სამხედრო ძალების ტრადიცია ყველა შესაძლებელი შემთხვევისთვის გერმანელ საველე მარშალთან, ჰელმუტ ფონ მოლტკესთან ერთად დაიწყო 1850-იანებში და სამჯერ მოიპოვა თავდაპირველი წარმატება: 1871 წელს საფრანგეთის, 1914 და 1939 წლებში კი დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ. პოსტ-ცივი ომის ეპოქაში, როგორც ამას „შპიგელი“ შენიშნავს, გერმანელი გენერლებისთვის მომავლის შესახებ განცხადებების კეთების ნების დართვა „ძალიან სარისკო“ იყო. ეს, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიასთან ერთად შეიცვალა.

 


როგორც „გარდიანი“-ს მიმომხილველი წერს, შემაშფოთებელი სათაურების მიუხედავად, გაჟონილი დოკუმენტი მეტისმეტად ოპტიმისტურია. ექვსი სცენარიდან სამის მიხედვით, მოვლენები ისე კარგად მიდის, რომ ევროპა ბიდერმაიერის 1815-1848 წლების ერას ემსგავსება, როცა შიდა განცხრომა და საომარი მოწყენილობა სუფევდა. დოკუმენტში ნეგატიური სცენარები - რომელიც შეერთებულ შტატებს იზოლაციონიზმისგან თავის დაღწევის ბრძოლაში და ჩინეთს დასავლეთთან კულტურულ ომში ჩაკეტილს ხედავს - მანამდეა დაწერილი, ვიდრე დონალდ ტრამპი ძალაუფლებას აიღებდა ხელში და ვიდრე ქსი ძინპინგს აზიის გასწვრივ პოლიტიზებული ჩინური ინფრასტრუქტურის შექმნის სტრატეგია ექნებოდა შემუშავებული.

 


„შპიგელის“ ჟურნალისტებს, რომელთაც ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტი, გამოტოვებული აქვთ ნებისმიერი ის დეტალი, თუ რას გეგმავს გერმანია ევროკავშირის შესაძლო რღვევის და ფრაგმენტაციის პირობებში, მაგრამ როგორც ამას „გარდიანი“ წერს, ეს არის პრობლემა, რომლის წინაშეც მთელი დანარჩენი დასავლური სამყარო დგას.

 


მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი პრობლემა ტერორიზმია, მნიშვნელოვან საკითხებად გამოყოფილია თანხმობის შემცირება მოსახლეობას შორის ახლანდელი ეკონომიკური სისტემის პირობებში და მიგრაციის მაღალი დონე. მათ დაიწყეს ნაპრალების გაჩენა თავად ევროკავშირის სტრუქტურაში - საბერძნეთის 2015 წლის კრიზისით, „ბრექსიტით“ და პოლონეთის და უნგრეთის მთავრობებს და ევროკომისიას შორის გამოუვალი მდგომარეობით.

 


ამჟამად, გერმანული პოლიტიკის ცენტრალური საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადებაა ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარების თაობაზე, რომელზეც გერმანიაში თითქმის ყველას უარის თქმა სურს - ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“, რადგან ეს გულისხმობს პერიფერიების უფრო მეტად ღარიბი ქვეყნებისთვის მეტი ფისკალური ტრანსფერების განხორციელების მოთხოვნას; „სოციალ-დემოკრატებსაც“, რადგან ის შეასუსტებს შემორჩენილ სოციალურ დაცვას მშრომელებისათვის; ულტრა-მემარჯვენე AfD-ს კი იმის გამო, რომ ეს ნიშნავს მეტ ევროპას.

 


მას შემდეგ რაც „ბრექსიტი“ რეალობაა, ევროპის მომწიფებულმა დემოკრატიებმა უნდა მოახდინონ თავიანთი პროექტების კონსოლიდაცია თანმიმდევრული, პოზიტიური ამბის თავიანთი მზარდად კრიტიკული ელექტორატებისთვის თქმით. ჯერ ეს მათ არ შეუძლიათ, რადგან მხოლოდ ერთადერთი თანმიმდევრული ამბავი, რაც ევროპას აქვს, ესაა უფრო მეტი გლობალიზმი და უფრო მეტი ბაზარი, და ეს კი ისაა, რასაც მოსახლეობა უარს ეუბნება. ამასობაში, რუსეთი და ჩინეთი უკვე აღარ დგანან ყოყმანის პოზიციაზე. მათ დაიწყეს ღრენა. ახალი „დიდი თამაში“, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, დაწყებულია და „დასავლეთს“ ძლივსღა გააჩნია სტრატეგია, წერს „გარდიანის“ მიმომხილველი პოლ მეისონი თავის სტატიაში და განაგრძობს, რომ პუტინის რუსეთი დასავლური დემოკრატიების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, არა მხოლოდ კიბერ-თავდასხმებით, ანდა მილიონობით ფუნტი სტერლინგის ღირებულების დასპონსორებული ყალბი ახალი ამბების Facebook-ზე განთავსებით. ის ასევე აფინანსებს მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს და იყენებს მედიის გავლენას. ამის შედეგად, არსებობს ტენდენცია ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკოსებს შორის, თქვან, რომ არსებული მდგომარეობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ყველა ძალა, კრემლის მიერ არის შთაგონებული.

 


ვარაუდი დიდი ბრიტანეთის არაერთხელ განმეორებული დაპირების უკან, „ბრექსიტის“ შემდეგ ევროპასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ არის ის, რომ მთავარი დემოკრატიები - გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი - ნატოს, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ერთგულები დარჩებიან. და ეს რეფორმირებული და გაძლიერებული ევროპა შექმნის საკმარის სამუშაო ადგილებს და დოვლათს, რომ ძალ-ღონე გამოაცალოს ნაციონალისტურ და ქსენოფობიურ მემარჯვენე ძალებს. მაგრამ ამავე დროს ბრძნული იქნებოდა პოლიტიკოსებს დაეწყოთ იმის აღიარება, რომ ეს საკითხები უკვე აღარ არის გარკვეული. თუ ჩვენ გვინდა წესრიგი, ჩვენ უნდა შევქმნათ ის - ჩართულობით, მრავალმხრივობით და გამძლე დემოკრატიული ინსტიტუტების ხელის შეწყობით. თუკი ჩვენ წარუმატებლები აღმოვჩნდებით წესრიგის დამყარებაში, მოგვიწევს უწესრიგობის გამკლავება მაშინ, როცა შეერთებული შტატები უკვე აღარ არის არც საიმედო მოკავშირე და არც სტაბილური დემოკრატია. ბრიტანეთის ახალმა თავდაცვის მდივანმა კი კარგად უნდა გაითვალისწინოს გაჟონილი გერმანული დოკუმენტის შინაარსი, წერს „გარდიანის“ მიმომხილველი, პოლ მეისონი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი