კახა კალაძე: შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ჩვენი მოსახლეობისთვის
08-11-2017, 16:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში მარტვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას, რასაც სათავეში ჩაუდგება კომპეტენტური, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი ალექსანდრე გრიგალავას ხელმძღვანელობით“, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრაზე.

 

 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ ალექსანდრე გრიგალავას მეორე ტურში წარმატებები უსურვა და მერობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

 


მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იყოს ძლიერი, მნიშვნელოვანია ძლიერი რეგიონები და სოფლები, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ არჩეული იყოს ადამიანი, ვინც თავის გუნდთან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში, თავის მუნიციპალიტეტს ღირსეულად მოემსახურება.

 


შეხვედრაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე მთავარი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და ყველა რეფორმა თუ პროექტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა, უკავშირდებოდა მხოლოდ ადამიანის კეთილდღეობას და უკეთეს ცხოვრებას.

 


„შეიძლება რაღაცეები დროში გაიწელა, რაღაცეები მიმდინარეობის პროცესშია, თუმცა, ჩვენ არასდროს, მთელი ამ წლების განმავლობაში შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ჩვენი მოსახლეობისთვის, არავინ დაჩაგრულა, არავისთვის წარგვირთმევია. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ღამის საათებში ნოტარიუსები იბარებდნენ ბიზნესმენებს და ართმევდნენ საკუთარ ქონებას, ბიზნესს.

 


საბედნიეროდ, ჩვენ ყველამ ერთად, არჩევნების გზით, ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს და საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლებები“, განაცხადა კახა კალაძემ.

 


გენერალურმა მდივანმა დღეს არსებულ საარჩვენო გარემოზეც ისაუბრა და პროცესები დადებითად შეაფასა.

 

 

„ნამდვილად მსიამოვნებს არსებული საარჩევნო გარემო. თუ გადავხედავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, კარგად დავინახავთ თუ რამხელა სხვაობაა 2012 წლადე და 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან. მეამაყება, რომ დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, საარჩვენო კამპანია თავისუფალ გარემოში აწარმოოს“, აღნიშნა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი