ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების კუთხით, ძალიან ბევრი რეფორმა გატარდება
08-11-2017, 17:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარტვილის მერობის კანდიდატ ალექსანდრე გრიგალავას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

 


როგორც კობახიძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში, ადგილობრივ ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ალექსანდრე გრიგალავას გამარჯვება მარტვილისა და მთელი საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს.

 


„ჩვენ მოვახერხეთ და საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიეთ. ამის შემდეგ, ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ყოველმა მეორე ამომრჩეველმა - 56%-მა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ეს თითოეული ჩვენგანის ძალისხმევისა და ერთად დგომის შედეგია“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


მისივე თქმით, მმართველ გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისთვის კონკრეტული გეგმები აქვს, რაც თითოეულ რეგიონზე დადებითად აისახება.

 


„ამ კუთხით ძალიან ბევრი რეფორმა გატარდება, რომელიც თითოეულ რეგიონზე და მათ შორის, მარტვილზე დადებითად აისახება. მინდა ალექსანდრე გრიგალავას წარმატება ვუსურვო. მან გასული ოთხი წლის განმავლობაში, მარტვილისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ახლა მოსახლეობის მხრიდან ძალიან მაღალი მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ ალექსანდრე გრიგალავა ახალ თანამდებობას განახლებული ენერგიით შეუდგეს და მარტვილის განვითარებაზე იზრუნოს“, მიმართა ირაკლი კობახიძემ მარტვილელ ამომრჩეველს.

 

 

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი