გიორგი მარგველაშვილი: როდესაც ჩამოვდივართ პოლონეთში, ვხედავთ არა იმაზე საუბარს რატომ რაღაც ვერ გავაკეთეთ, არამედ საუბარს იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში
08-11-2017, 18:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა, პოლონეთის რესპუბლიკაში გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდა 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის პირადად მოიწვია.

 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მომავალი სამიტების მზადების შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისა და საქართველოს პოზიციების ადვოკატირებისათვის.

 


„იმ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტის მერე, რომელიც თქვენ გქონდათ საქართველოში ჩვენ ვაგრძელებთ და ვაღრმავებთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ასეთი ინტენსივობა ვიზიტებისა, გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ პოლონეთში ჩვენ პოლონელ პარტნიორებთან, თქვენთან პირადად ურთიერთობაში ვხედავთ საკითხების გადაწყვეტას.

 

 

როდესაც ჩვენ ჩამოვდივართ პოლონეთში, ჩვენ ვხედავთ ხედვებს და არა იმაზე საუბარს რატომ რაღაც ვერ გავაკეთეთ, არამედ საუბარს იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში.

 


ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პოლონეთის პოლიტიკური პოზიცია, პოლონეთის ლიდერშიფი, აქტიურობა ყველა იმ მნიშვნელოვან ფორმატში, რომელშიც საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური ევროპის გლობალურად ევროპის ბედი წყდება.

 


ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელიც პოლონეთს აქვს აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნის განვითარების თაობაზე როგორიც არის საქართველო. როგორ უნდა განხორციელდეს და გაღრმავდეს აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობა, როგორ უნდა მიეცეს საქართველოს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანოს ევროპული და აზიური, კასპიის და შავი ზღვის, სამი ზღვის პროექტის აქტიურობაში.

 


ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ ხედავს ამ პროცესს პოლონეთი და პოლონეთის ხელმძღვანელობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ხედავთ თქვენ ჩვენს შესაძლებლობებს როგორც ქვეყნისა, რომელიც ამ რეგიონის - აღმოსავლეთ ევროპის, განვითარებაში მზად არის კიდევ უფრო აქტიური წვლილი შეიტანოს.

 


ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორ ხედავთ თქვენ ნატო-ში საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის აქტიურ როლს, და როგორ ხედავთ ნატო-ს პერსპექტივას და განვითარებას ჩვენს რეგიონში.

 


ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელსაც თქვენ ეკონომიკური ინფრასტრუქტურული მიმართულებით ხედავთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის მიმართულებით. მე თქვენ გაგიზიარეთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ის პროექტები, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიიდან გვინდა და იმედი გვაქვს, რომ განხორციელდება ბალტიის მიმართულებით.

 


ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლონური პოზიცია არის ორიენტირებული საკითხების გადაწყვეტაზე და არა მიზეზების ძიებაზე. ​მინდა საზოგადოებას მოვახსენო იმ ძალიან პოზიტიური დინამიკის თაობაზე, რომლიც გაღრმავებულია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ, ამ ინტენსიური ურთიერთობების ფონზე ბუნებრივია, რომ ჩვენ გვაქვს ვაჭრობაში, კულტურულ ურთიერთობებში, სამხედრო თანამშრომლობაში, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური ზრდა და დინამიკა. ამ ზრდის და დინამიკის შენარჩუნება ორმხრივ ურთიერთობებში ბუნებრივია, ჩვენს მიზანს წარმოადგენს.

 


მე ვარ დარბაზში, რომელშიც არის ევროპის ერთ-ერთი უძველესი კონსტიტუცია, მაგრამ დამოუკიდებლობა საქართველომ და პოლონეთმა 100 წლის წინ ხელახლა აღიდგინეს.

 


ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ერთმანეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

 


მომავალ წელს იქნება ეს მნიშვნელოვანი თარიღი ქართველებისთვის და პოლონელებისთვის. მაგრამ ამავე დროს, ამ თარიღის ირგვლივ ჩვენ ვფიქრობთ იმის თაობაზე, როგორ უნდა გავაძლიეროთ მომავალი საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხები და ჩვენი ერები.

 


რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნისას 2018 წელს ქართველები და პოლონელები იქნებიან გაერთიანებულები ერთი ემოციით და მე მიხარია, რომ ჩვენ ამას მომავალ წელს ერთად კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შევძენთ.

 


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის და შეხვედრისთვის", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი