პოლონეთის პრეზიდენტი: პოლონეთის ინტერესებში და ჩემი აზრით, მთლიანად ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ ევროკავშირის კარი ღია იყოს ახალი წევრებისთვის
08-11-2017, 18:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა, პოლონეთის რესპუბლიკაში გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით პოლონეთის პოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს საშუალება გაიზარდოს და ამით გაზრდის თავის პოტენციალს, როგორც ადამიანურ რესურსებს, ისე ეკონომიკურს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებისათვის, რათა მათ შეეძლოთ ევროკავშირში გაწევრიანება.

 


„ის თემები, რომლებზეც ჩვენ კრინიცაში ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზე განვავითარეთ, როდესაც ჩვენ შევხვდით ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა, შემდეგ დელეგაციებთან ერთად შეხვედრისას. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობაზე, ასევე ჩვენს შეხედულებებზე საქართველოს ევროკავშირსა თუ ნატოში გაწევრიანების შესახებ.

 


ეს საკითხები ხაზგასმას საჭიროებს, იმის გათვალისწინებით, რომ 24 ნოემბერს ჩვენ გველოდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტი, სადაც განხილული იქნება ევროკავშირის პერსპექტივის საკითხი ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. საუბარი იქნება თუ როგორ ახორციელებენ აღნიშნული ქვეყნები დასახულ მიზნებს, აზრის გაცვლა-გამოცვლა- დისკუსიები გახლავთ ჩვენი შეხვედრების განუყოფელი ნაწილი.

 


მე ასევე ვკითხე პრეზიდენტს თუ როგორი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში ვიზა-ლიბერალიზაციამ და რა პერსპექტივებს ხედავს ბატონი პრეზიდენტი ამ კუთხით. მე როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ხაზს ვუსვამდი, დღეს პოლონეთის ინტერესებში და არა მარტო პოლონეთის, ჩემი აზრით, მთლიანად ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ ევროკავშირის კარი ღია იყოს ახალი წევრებისთვის.

 


ევროკავშირი მზად უნდა იყოს ახალი ქვეყნების მიღებისთვის, რომ გაწევრიანდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ეს ამბიცია მას შემდეგ, რაც გაწევრიანებამდე ყველა იმ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ რასაც ევროკავშირი მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში კრიზისია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ბრექსიტი, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირს გამოეყოს. ეს პროცესი გრძელდება და უახლოეს წლებში იქნება რეალიზებული. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, სინამდვილეში ევროკავშირისთვის დიდი ბრიტანეთის გამოყოფა ძალიან დიდი დასუსტებაა. თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ევროკავშირი შეიძლება შევიწროვდეს, დაპატარავდეს დიდი ბრიტანეთის გამოყოფის შედეგად და თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ დიდი ბრიტანეთის გამოყოფით ის დასუსტდა და ახალ წევრებს ვერ მიიღებს, მაშინ, ჩემი აზრით, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი. იმიტომ რომ გამოჩნდებიან სხვა ქვეყნები, რომლებმაც შესაძლოა, გადაწყვიტონ ევროკავშირიდან გამოყოფა.

 


ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირი იყოს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად ძლიერი კავშირი, რომ კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს, ჩინეთს და ა.შ.

 


ევროკავშირს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გაიზარდოს და ამით გაზრდის თავის პოტენციალს, როგორც ადამიანურ რესურსებს, ისე ეკონომიკურს და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებისათვის, რათა მათ შეეძლოთ ევროკავშირში გაწევრიანება.

 


ევროკავშირი დარჩება ყოველთვის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების გაერთიანება, რომელიც ერთმანეთის განვითარებას უწყობს ხელს, აქ ყოველთვის იქნება მისწრაფება იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ძლიერი და გაიზარდოს პოტენციალი და ცხოვრების დონე ევროკავშირის ქვეყნებში და შეიქმნას კარგი თანამშრომლობის ბაზა უსაფრთხოების საკითხებში, ანუ ევროკავშირსა და ნატოს შორის ურთიერთობაში.

 


2016 წელს ვარშავაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ნატოს სამიტზე, სადაც ჩვენ მივიღეთ დეკლარაცია, ევროკავშირსა და ნატოს შორის ურთიერთობის შესახებ და აქ არის ის სფეროები ჩამოთვლილი, რომელიც განვითარდება ამ თანამშრომლობის ფარგლებში.

 


დღეს ვისაუბრეთ ბუქარესტში 9 ქვეყნის შეხვედრაზე, სადაც მივიღეთ დეკლარაცია, რომ ჩვენ მომხრე ვართ ნატოს აღმოსავლეთ ქვეყნების გაძლიერებისა და ჩვენ გვინდა, რომ ნატოს მომდევნო სამიტზე, რომელიც მომავალ წელს ივლისში ბრიუსელში ჩატარდება, კიდევ ერთი 9 ქვეყნის სამიტი ჩავატაროთ ვარშავაში და გვინდა აქ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებსაც წარვადგენთ შემდგომში ბრიუსელში ნატოს სამიტზე და ძირითადად ჩვენი შეხვედრის დეკლარაციის საკითხი შეეხება ნატოს გაძლიერებას, გაფართოებას აღმოსავლეთ საზღვრებზე, აქ შავი ზღვის აუზის ქვეყნებზეა საუბარი. სამი ზღვის თანამშრომლობის ფარგლებში აქ მთავარი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ამასაც ჩვენ ვახორციელებთ, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ, თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მომავალში, ევროკავშირის ქვეყნების გარდა, ამ პროექტში ჩავრთოთ ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან და უნდათ მასში გაერთიანება. ანუ, მომავალში, სამი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობა შესაძლოა, იმ ქვეყნებს შეეხოს, რომლებიც ჯერ ევროკავშირის წევრები არ არიან.

 


დიდი მადლობა ბატონ პრეზიდენტს, ამ ნათელი დეკლარაციებისთვის- სამი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესებისთვის.

 


ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლოთ, არის დიდი დინამიური ეკონომიკური ურთიერთობა პოლონეთსა და საქართველოს შორის და გვინდა, სამთავრობო დონეზეც კიდევ უფრო მჭიდრო იყოს ეს ურთიერთობა", აღნიშნა ანდჟეი დუდამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი