„პოლონეთი მზადაა, განაგრძოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა“
09-11-2017, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლონეთი მზადაა, განაგრძოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და პოლონური გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრემიერ მინისტრთან, ბეატა შიდლოსთან შეხვედრისას განიხილა.

 


მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს, რომელიც პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ - საგანმანათლებლო და სხვა სექტორული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას მოიცავს.

 


შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და განხორციელებას, ასევე საქართველო- პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას უზრუნველყოფს.

 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, „პოლონეთის პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა პოლონეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სხვადასხვა სამიტებზე, მათ შორის, მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე პოლონეთის მხრიდან საქართველოს პოზიციების მხარდაჭერას. რაც ეხება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, პოლონეთის პრემიერმინისტრის მხრიდან აღინიშნა ის კონკრეტული სფეროები და პრაქტიკულად კონკრეტული კომპანიები, რომლებიც უახლოეს პერიოდში საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ.

 


მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან დინამიურად იზრდება პოლონეთთან, განსაკუთრებით ეს ხდება DCFTA-ს შემდგომ. ისევე როგორც პოლონელებისთვის, პოლონეთის მოქალაქეებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება საქართველო, როგორც ტურისტული ადგილი და გამოვთქვით იმედი, რომ ეს დინამიური ზრდა მხოლოდ გაგრძელდება".

 


მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებზე და ფორმატების გაფართოების საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი