სოზარ სუბარი: მჯერა, რომ როგორც ბერლინის კედელი დაინგრა, ისე დაინგრევა ნებისმიერი ასეთი ბარიერი
09-11-2017, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის ვიცე პრემიერ პავლო როზენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად, წეროვანის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრა და მინანქრის საწარმო დაათვალიერა.

 

 

დევნილთა სამინისტროს ცნობით, წეროვანში დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, სოზარ სუბარი და პავლო როზენკო ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. მინისტრები საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ.

 

 

„ბერლინის კედელი იყო საზღვარი ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის, ცივილიზაციასა და ბოროტებას შორის, როგორც დღეს, ეს ხელოვნური ბარიერი არის საზღვარი ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის. მჯერა, რომ როგორც ბერლინის კედელი დაინგრა, ისე დაინგრევა ნებისმიერი ასეთი ბარიერი. დღეს, საქართველო და უკრაინა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. თუმცა, ორი მეგობარი ქვეყნის მტკიცე პოზიცია და საერთაშორისო მხარდაჭერა არის საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის ვიცე პრემიერს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ უკრაინისგან. უკრაინელები იბრძოდნენ ჩვენს გვერდით, როგორც ქართველები იბრძვიან დღეს უკრაინაში და ეს არის საერთო ბრძოლა თავისუფლებისთვის“, განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი