„შრომითი უფლებების დაცვა საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტისთვის“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ქვეყანაში შრომითი უფლებების დასაცავად, ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
„განსაკუთრებული პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება და ამ კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება. შესაბამისი ინიციატივები არის უკვე შეტანილი საქართველოს პარლამენტში და შესაბამისი კანონპროექტები იქნება მიღებული საკანონმდებლო ორგანოს მიერ უახლოეს მომავალში“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.