გიორგი კვირიკაშვილი: დავით ნარმანია ზედმეტი ხმაურის გარეშე, დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს
10-11-2017, 15:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მინდა, დავით ნარმანიას მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის ამ წლების განმავლობაში, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენაზე.

 


მისი თქმით, ნარმანიას მიერ წარდგენილი პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო.

 

 

„აქ არის უამრავი პროექტი, მხოლოდ რამდენიმეს ვიტყვი – ახალი ტფილისის პროექტი, სადაც 51 შენობა არა მხოლოდ ფასადურად, არამედ მთლიანად გარემონტდა, აქედან 45 იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს არის სრულიად ახალი აშენებული გზები, როგორიც არის კრწანისი-ტაბახმელას გზა, სამებიდან მახათასკენ მიმავალი სრულიად ახალი გზა, ეს არის სრულიად ახალი რეაბილიტირებული გამზირი, მათ შორის, პეკინის გამზირი და პუშკინის ქუჩაზე აღდგენილი ორმხრივი მოძრაობა და ესტაკადა, რომელიც იქ დამონტაჟდა.

 

 

ეს არის დახურული ბაღების ნაცვლად ახალი ბაღები, 12 ახალი ბაღი გაიხსნა და ბევრია მშენებლობაში. ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული ტრანსპორტი და ა.შ.

 

 

მე მინდა მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო მომავალ საქმიანობაში წარმატება. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, ცხოვრება წინ მიდის და რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით, რომ კახი კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი თბილისისთვის.

 

 

კახის წარმატება ყველაზე მეტად დავითს გაუხარდება, იმიტომ რომ ის არის კარგი ადამიანი. ნარმანია რჩება გუნდში და, რა თქმა უნდა, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი