დავით ნარმანია: „სითი პარკთან“ ხელშეკრულება სამართლებრივ ნაწილში იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ
10-11-2017, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სითი პარკთან" სასამართლო დავის შესაძლო დაწყების შესახებ თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მასაც ჰქონდა მცდელობა, რომ „სითი პარკსა“ და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გადახედილიყო, თუმცა, მისი განმარტებით, იმდენად კაბალურია ხელშეკრულების პირობები, რომ მისი ვადაზე ადრე შეწყვეტა დედაქალაქის ბიუჯეტს ძვირი დაუჯდებოდა.

 

 

„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება გახდებოდა საჯარო. გრიფი მოვხსენით და დღესაც მერიის საიტზე დევს ეს ხელშეკრულება. ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომლის მოშლის შემთხვევაში, თბილისის ხელისუფლებას მინიმუმ 25 მილიონი უნდა გადაეხადა. ჩვენ ყველა სამართლებრივი გზით და მოლაპარაკებით ვეცადეთ, რომ ისინი გონივრულ მოლაპარაკებებზე წამოგვეყვანა და არაერთხელ შევთავაზეთ ხელშეკრულებაში ცვლილებები. რამდენიმე ძალიან ცხარე კამათი და შეხვედრა იყო პირადად ჩემთანაც, ვერ მივაღწიეთ მოლაპარაკებებს. ადმინისტრაციულად რამდენჯერმე იყვნენ დაჯარიმებული, თუმცა სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ", განაცხადა ნარმანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი