ევროკომისია: საქართველო რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია
10-11-2017, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. ანგარიშის თანახმად 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.

 

 

ანგარიშის თანახმად, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ გახორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად ფასდება.

 

 

„ამ მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევაა შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტების განხორციელებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომელიც 2017 წლის 28 მარტიდან, ამოქმედდა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელების ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა. 2017 წელს, საქართველომ გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა“ აღნიშნულია დოკუმენტის შეჯამებით ნაწილში.

 

 

დოკუმენტში საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შეფასებულია, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

ევროკომისია საკუთარ ანგარიშში ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ქართული საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ „მდგრადი რეფორმების ძალისხმევითა და ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების ამბიციით, საქართველომ გაიმყარა მისი, როგორც უმთავრესი და სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია რეგიონში. ასოცირების შეთანხმებით განმტკიცებული საქართველოს სწრაფვა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ, კვლავ სარგებლობს ქართული საზოგადოების ფართო მხარდაჭერით. 2016 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნებმა დაადასტურა ქვეყნის ორიენტაცია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ“ ნათქვამია ანგარიშში.

 

 

დოკუმენტში ცალსახად ხაზგასმულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

 

ანგარიშის შესაბამისად, უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი