ნინო ბურჯანაძე: „მსურს საქართველოში ისეთივე პრეზიდენტი იყოს საქართველოსთვის, როგორსაც პუტინი წარმოადგენს რუსეთისთვის“
11-11-2017, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ახლახან მოსკოვში იმყოფებოდა, „დოიჩე ველეს“ რუსული განყოფილებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი „სერიოზული ლიდერია“ და ისურვებდა საქართველოს მისი მსგავსი პრეზიდენტი ჰყოლოდა.

 


„მე არც ერთი მიმართულებით არ შევადარებდი პუტინს და სააკაშვილს. იმიტომ, რომ პუტინი სერიოზული პოლიტიკოსია, სერიოზული ლიდერია - ადამიანი, რომელმაც იცის რა არის საჭირო მისი ქვეყნისთვის და უდავოდ აკეთებს იმას, რაც საჭიროა მისი ქვეყნისთვის. სააკაშვილი იმპულსური ადამიანია, და ის ფაქტი, რომ პუტინს აკრიტიკებენ, როგორც ავტორიტარულ ხელისუფალს, ხოლო არავის არასოდეს არ გაუკრიტიკებია სააკაშვილი დასავლეთში, ჩემთვის ეს ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 


შეკითხვაზე - არის რუსეთი თქვენთვის ავტორიტარული ქვეყანა? - ბურჯანაძემ უპასუხა: „იცით, მე ვფიქრობ, რომ რუსეთში უდავოდ არსებობს დემოკრატიის პრობლემები, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ეს ავტორიტარული ქვეყანაა, რადგან მე ვხედავ, რომ იქ მაინც არსებობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება“.

 


ჟურნალისტი: „მე ვერ დაგეთანხმებით, ყველა ტელეარხი სახელმწიფოს მიერ კონტროლდება“.

 


ნინო ბურჯანაძე: „შესაძლოა. მე ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთაც ყველა არხი მეტნაკლებად კონტროლდება. მე არ ვიცი... მსოფლიოში არ არსებობს აბსოლუტური დემოკრატია. მე ვფიქრობ, რომ რუსეთში არჩევნები გაცილებით უკეთ ტარდება, ვიდრე საქართველოში, მე ეს 100%-ით შემიძლია გითხრათ“.

 


შეკითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს პუტინის მე-4 ვადით კენჭისყრაზე და გაიმარჯვებს თუ ვერა პუტინი? -ბურჯანაძე პასუხობს:

 


„მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის გაიმარჯვებს, რადგანაც ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად უჭერს ხალხი მხარს - იმიტომ, რომ ის თავისი ქვეყნისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. მან რუსეთი ფეხზე დააყენა. შეხედეთ, რა იყო რუსეთი 10-15 წლის წინათ და რა არის ახლა. და მე გულწრფელად ვიტყოდი, რომ მსურს საქართველოში ისეთივე პრეზიდენტი იყოს საქართველოსთვის, როგორსაც პუტინი წარმოადგენს რუსეთისთვის“.

 


პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ეფექტური პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებდა.

 


„მე არ ვამბობ, რომ პუტინი იდეალური ადამიანია, ანდა იდეალური პრეზიდენტია, ასეთი რამ არ არსებობს“.

 


ბურჯანაძემ ასევე თქვა, რომ სააკაშვილის მმართველობისას გაცილებით მეტად ირღვეოდა ადამიანის და ოპოზიციის უფლებები, ვიდრე რუსეთში. „ამის მიუხედავად, მას დიდ დემოკრატს უწოდებდნენ, ხოლო პუტინს ავტორიტარულ რეჟიმს უწოდებენ. როგორ, რატომ?“ დასძინა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი