ქუთაისში, ოზურგეთში, მარტვილში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში არჩევნების მეორე ტური იმართება
12-11-2017, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში იმართება.

 


გამომდინარე იქედან, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში, ოზურგეთში, მარტვილში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში განმეორებითი ტურის გამართვის საჭიროება დადგა.

 


21 ოქტომბერს, ექვსივე მუნიციპალიტეტში პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გავიდნენ, თუმცა ოზურგეთსა და ბორჯომში მათ მხოლოდ მცირე უპირატესობა მოიპოვეს თავიანთ მთავარ კონკურენტებზე.

 


ოზურგეთში მმართველი პარტიის კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ პირველ ტურში ხმების 43.35%, ხოლო მისმა მთავარმა მოწინაღმდეგემ, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, კონსტანტინე შარაშენიძემ 41.86% მიიღო.

 


ბორჯომში კი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლევან ლიპარტიამ ხმების 40.35%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ ამომრჩეველთა ხმების 40.15% მიიღო.

 


ორ მუნიციპალიტეტში - ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია გავიდნენ, თუმცა პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, მათ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის მიუხედავად, მათი გვარები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც შეყვანილია და ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში სწორედ ისინი გამოცხადდებიან გამარჯვებულებად. ქუთაისში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარიაა, ხოლო მარტვილში, ალექსანდრე გრიგალავა. 

 


„ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ხაშურის მერობის კანდიდატს გიორგი გურასპაშვილს, რომელმაც პირველ ტურში ხმების 42.24% მიიღო, მეორე ადგილზე გასული დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე უპირისპირდება. მან პირველ ტურში ხაშურის მოსახლეობის 18.48%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

 


ყაზბეგში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე ზაგაშვილის, რომელმაც პირველ ტურში 44.62% მიიღო, პოლიტიკური მეტოქე მეორე ადგილზე გასული „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელი სანდრო ყამარაულია. მას პირველ ტურში ამომრჩეველთა 26.85%-მა დაუჭირა მხარი.

 

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მეორე ტურთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს სპიკერმა განაცხადა, 317-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა.

 


„ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. 12 ნოემბრის არჩევნებში 6 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ, მათგან 2 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე გადაეცემათ მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი მერის ასარჩევად“, აღნიშნა ანა მიქელაძემ.

 


მისივე თქმით, საჭიროებისას ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გამადიდებელი ლინზით, ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმითა და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერით. ასევე, ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

 


12 ნოემბრის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 2 143 წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელი, ხოლო მედია ორგანიზაციის 4 688 წარმომადგენელი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი