„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ორშაბათს მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადებას გააკეთებს
12-11-2017, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა - მთავრობის კანცელარიაში კი, გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში მინისტრთა კაბინეტის წევრები არიან შეკრებილი, რომელთაც გიორგი კვირიკაშვილი დაგეგმილ ცვლილებებს აცნობს.

 


როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ორშაბათს ამ საკითხზე პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას გააკეთებს.

 


„ცვლილებები ყოველთვის საჭირო არის, მით უმეტეს პოლიტიკაში, უცვლელი არავინ არ გახლავთ, შესაბამისად, გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები, პერსონალიებთან დაკავშირებით ბუნებრივია, მე თავს შევიკავებდი, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს გუნდის შიგნით კითხვები, არსებობს კონსულტაციები, როგორც მოგახსენეთ და ხვალ ეს ყველაფერი მზის სინათლეს იხილავს, როდესაც პრემიერ მინისტრი გააკეთებს განცხადებას“, აღნიშნა ოდიშარიამ, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პოსტიდან შესაძლო წასვლის საკითხზე კოემენტარის გაკეთება არ ისურვა და თქვა, რომ თუ „ოდესმე“ მღებრიშვილი ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი თავად გააკეთებს პრესასთან განცხადებას.

 


ოდიშარიასგან განსხვავებით, მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არ ფლობს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად ოზურგეთში იმყოფება.

 


„პოლიტსაბჭოში მსგავსი მსჯელობა, არანაიარი არ გამართულა. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტსაბჭოს სხვა წევრებმაც ამის შესახებ არაფერი არ იციან, შეიძლება ერთი ორი გამონაკლისის გარდა, თუ ეს რეალობაა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი რამ მოხდეს, იმიტომ რომ ამაზე საუბარი პრინციპში, დიდი ხანია მიმდინარეობს, აი ისეთ დონეზე, რა დონეზეც დღეს ვსაუბრობთ... თუ პრემიერი ჩათვლის რომ მოგვმართოს ახალი წინადადებით მთავრობის ოპტიმიზაციაზე, ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით განვიხილავთ ამ საკითხს“, განაცხადა კვაჭანტირაძემ.

 


მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობაში პოსტებს დატოვებენ: შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

 


მედიის ინფორმაციითვე, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, ხოლო მის ადგილზე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნება, რომელიც ასევე პირველი ვიცე-პრემიერის პოსტსაც შეინარჩუნებს. ქუმსიშვილის ნაცვლად კი ფინანსთა სამინისტროს ან მისი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ანდა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი, მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს.

 


პოსტს ასევე დაემშვიდობება ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რადგანაც გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია აღნიშნული სამინისტროს გაუქმება და მისი ეკონომიკის სამინიტროს დაქვემდებარებაში გაერთიანება. ანალოგიურ შესაძლო გაერთიანებას შეეწირება ხეჩიკაშვილის პოსტიც. სპორტის სამინისტრო სავარაუდოდ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეუერთდება და მას მოქმედი მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.

 

 

მედიის ცნობით, თანამდებობას დატოვებს ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, რომლის უწყებაც სავარაუდოდ სტრუქტურული ცვლილებების გამო, სხვა სამინისტროს შეუერთდება.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და შესაბამისად, მინისტრის პოსტს დაემშვიდოებება ვიქტორ დოლიძე. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი