ცესკოს ინფორმაციით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთში, ყველაზე დაბალი კი ქუთაისში იყო
12-11-2017, 21:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცესკოს ინფორმაციით 20:00 საათის მონაცემებით, საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 109 119-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც პროცენტულად 33.24%-ს შეადგენს.

 


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ყაზბეგში 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა 52.95%-მა გამოხატა საკუთარი ნება, ხაშურში საერთო ამომრჩევლის 34.66% მივიდა საარჩევნო უბნებზე; ბორჯომში - 52.89%; ქუთაისში 17.98%; ოზურგეთში 56.7%, ხოლო მარტვილში 38.49%.

 

 

„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა, გარდა რამდენიმე მცირე პროცედურული ხარვეზისა, სერიოზული ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ცესკოს საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრში არ შემოსულა შეტყობინება, რომელიც რაიმე სერიოზულ დარღვევას შეეხებოდა“, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

 

 

მისივე თქმით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა და შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

 

 

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრების შესახებ, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შევიდა 25 საჩივარი, რომლებიც ძირითადად მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებს შეეხება და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა. მათ შორის ყველაზე მეტი, - 11 საჩივარი დაფიქსირდა ბორჯომში, ოზურგეთში - 10, ქუთაისში - 2, ხოლო მარტვილსა და ხაშურში თითო-თითო საჩივარი შევიდა. რაც შეეხება ყაზბეგს, აღნიშნულ ოლქში ამ დროისათვის საჩივარი არ ფიქსირდება.

 


ანა მიქელაძემ მედიას რამდენიმე საჩივრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია:

 


„მარტვილის #მე-12 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა პირადობის მოწმობის გარეშე მისცა. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. აღნიშნულ ფაქტი დადასტურდა. კომისიის წევრის განმარტებით, ის იცნობდა ამომრჩეველს და ამიტომ მისცა მას ხმის მიცემის შესაძლებლობა. ეს არის პროცედურული ხასიათის გადაცდომა და ზემდგომი კომისია მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

 


ოზურგეთის #13 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, რომელიც რეგისტრირებული იყო გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ხმა მისცა უშუალოდ საარჩევნო უბანზე. ამავდროულად მისი ხელმოწერა დაფიქსირებული იყო გადასატანი ყუთის სიაშიც. კომისიის გადაწყვეტილებით, გადასატანი საარჩევნო ყუთი გაგზავნილია ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მისაღებად.

 


ოზურგეთის #15-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე დაბრუნდა ჭრილის დალუქვის გარეშე. დაწერილია საჩივარი და ზემდგომი კომისია მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი