ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტურის 6 საარჩევნო ოლქის წინასწარი შედეგები წარმოადგინა
13-11-2017, 00:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ახლახან გამართულ ბრიფინგზე საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ამ დროისთვის არსებული წინასწარი შედეგები წარმოადგინა.

 


ჟვანიას თქმით, ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ამომრჩეველთა 13.66%-მა მისცა ხმა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ კი ხმების 86.64% მიიღო. (შენიშვნა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა ქუთაისსა და მარტვილში, სადაც პარტიის კანდიდატები პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდნენ, ბიულეტენებში მათი გვარები მაინც იყო შეყვანილი).

 


ყაზბეგში „დემოკრატიულინ მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა ხმების 31.35% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა 68.65%. აქ ათი უბნიდან ათივე უბნის ხმები არის დათვლილი.

 


ხაშურშიც ყველა, 52-ივე უბანია დათვლილი და იქ ასეთი სურათია: „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი გურასპაშვილს ამომრჩეველთა 61.31%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის კონკურენტს, დამოუკიდებელ კანდიდატს, რამაზ ნოზაძეს 38.69%-მა.

 


ბორჯომში, 30 საარჩევნო უბნიდან წინასწარი შედეგები 21 უბანზეა ცნობილი და ამ დროის მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ბოჯომის მერობის კანდიდატს, ზაზა ჩაჩანიძეს ხმების 45.58% აქვს მიღებული, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლევან ლიპარტიას 54.42%.

 


მარტვილი 39-ივე უბანია დათვლილი. აქ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მამუკა დანელიამ ამომრჩეველთა 6.96%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 93.04% მიიღო.

 


ოზურგეთში 62 უბნიდან ხმები ჯერჯერობით 32 უბანშია დათვლილი. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ ხმების 48.85% მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ 51.15%.

 


„ამ ორ კანდიდატს შორის განსხვავება 354 ხმაა. რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურად დანარჩენი უბნების მიხედვით შემოსული შედეგები შესაძლებელია აისახოს ცხადია, ამ კანდიდატების წინასწარ საბოლოო შედეგებზე“, განაცხადა თამარ ჟვანიამ, რომელმაც დასძინა, რომ ცესკო თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის საბოლოო წინასწარ შედეგებს ორშაბათს, დილის 11 საათზე გააცნობს საზოგადოებას.

 

 

თამარ ჟვანიამ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია საჩივრების შესახებ:

 

 

ძირითადად დაფიქსირდა საჩივრები მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა. საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის 29 საჩივარია შესული, აქედან ყველაზე მეტი - 12 დაფიქსირდა ბორჯომში, ოზურგეთში - 11, ქუთაისში - 4, ხაშურსა და  მარტვილში თითო-თითო, ხოლო ყაზბეგის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი