ცესკო: არჩევნების მე-2 ტურში ოზურგეთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა, სხვა 5 ოლქში კი გამარჯვება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა მოიპოვეს
13-11-2017, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 6-იდან 5 ოლქში გამარჯვებულები „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები არიან, ხოლო ოზურგეთში გამარჯვება მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მოიპოვა. 

 

 

ოზურგეთის საარჩევნო ოლქის 62 უბნიდან მონაცემები 62-ივე უბანზეა დათვლილი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ ამომრჩეველთა ხმების 49.89%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ 50.11% მიიღო. 

 


ქუთაისში გიორგი ჭიღვარიამ (87.55%), მარტვილში ალექსანდრე გრიგალავამ (93.04%), ხაშურში გიორგი გურასპაშვილმა (61.31%), ბორჯომში ლევან ლიპარტიამ (55.22%), ყაზბეგში კი ალექსანდრე ზაგაშვილმა (68.65%) გაიმარჯვა.

 

 

ამავე სარჩევნო ოლქებში, სადაც ყველა უბნის მონაცემები დათვლილია, „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეებს ხმების შემდეგი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ მიღებული: ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს 12.45%, მარტვილში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, მამუკა დანელიას 6.96% (შენიშვნა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ მათი გვარები ბიულეტენებში მაინც შეყვანილი იყო), ხაშურში დამოუკიდებელ კანდიდატს, რამაზ ნოზაძეს 38.69%,  ბორჯომში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, ზაზა ჩაჩანიძეს 44.78%, ყაზბეგში „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატს, სანდრო ყამარაულს 31.35%.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი