საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს - მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. პრემიერ მინისტრმა ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს ახალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე სფერო, რომლის ხელმძღვანელებიც თქვენ ხდებით. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით ამ ოპტიმიზაციის პროცესში, სახელმწიფო ფინანსები მოვარგოთ იმ ახალ საჭიროებებს, რომლებზეც ვისაუბრეთ. მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა ამ სამინისტროში.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დღეს გვაქვს აბსოლუტურად წყობილი ურთიერთობა და მნიშვნელოვანი იქნება, ეს ოპტიმიზაციის პროცესი მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩავატაროთ, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ამ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი. ეს იყო ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ - თითოეული პროგრამა, თითოეული მუხლი სახელმწიფო ბიუჯეტში, საბოლოო ჯამში მიმართული იყოს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გავაუმჯობესოთ.
დიმიტრი იბარებს ორი გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელის ძალიან მნიშვნელოვან პოსტს და მინდა, მასაც წარმატება ვუსურვო.
მამუკას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, რკინიგზაში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. აბრეშუმის გზის პროექტში პრაქტიკულად მოხდა ჩვენი რკინიგზის ინტეგრირება.
ჩინეთიდან ჩამოვიყვანეთ პირველი პირდაპირი მატარებლები, ასევე ყურის ქვეყნებთან დავამყარეთ ძალიან კარგი ლოგისტიკური კავშირები და იმედი მაქვს, რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც შევარჩევთ, ამ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს.
განათლების სფერო, მოგეხსენებათ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მე ვიტყოდი, რომ როგორც საზოგადოებაში დღეს არსებული პრობლემების, ასევე შესაძლებლობების სათავე არის ზუსტად განათლების სფეროში და ახალგაზრდობის კომპონენტის შემოერთებასთან ერთად, ამ სამინისტროს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.
სანდრომ ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა - ჩვენ დავიწყეთ პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ცვლილების განხორციელება. ვსაუბრობთ სანდროსთან - შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია.
ბატონო მიხეილ, მინდა, თქვენი გამოცდილება ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-წლიანი გამოცდილების შემდეგ დაბრუნდით ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩადექით. ეს არის დასაფასებელი და ვისურვებდი, ჩვენი ბევრი თანამემამულე იყოს ასე განწყობილი, რომ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის სამსახურში ჩადგეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ", განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.