ლევან დავითაშვილი: სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება გულისხმობს უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას
13-11-2017, 16:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება გულისხმობს უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას. უნდა მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია და ეფექტიანი გახდეს მართვა“, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 


„გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება ლოგიკური ცვლილება და ევროპული გამოცდილების გაზიარებაა. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა წარმატებით მუშაობს. ჩვენს შემთხვევაშიც, როდესაც კლიმატური ცვლილებები მნიშვნელოვნად აისახება სოფლის მეურნეობაზე, სატყეო მეურნეობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვის კონტექსტში მოხდეს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სატყეო მენეჯმენტისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა. პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობასთან ერთად ხდება ტყის რესურსების დაცვა, ტყის მენეჯმენტი, რადგან აქ ერთიან ფიტოსანიტარულ მიდგომებზეა საუბარი, ასევე საჭიროა ერთიანი პოლიტიკა ცხოველთა დაცვის კუთხითაც“, განაცხადა ლევან დავითაშვილმა, რომლის თქმითაც, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით, არსებობს არაერთი ნაკისრი ვალდებულება, რომელთა შესრულებაც, საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი