ლევან დავითაშვილი: ახალ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაერქმევა
15-11-2017, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს ოპტიმიზაციის შედეგად, ახალ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაერქმევა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

 

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეერთება გარემოს დაცვის სამინისტროში არ მოხდება. პირიქით, ითქვა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთიანდება სოფლიოს მეურნოების სამინისტრო. სათაურიც ასეთი ფორმითაა წარდგენილი კანონპროექტში, თუმცა საბოლოოდ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს. ეს იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გარემოს დაცვის კომიტეტთან გვექნება საუბარი და კონსულტაციები. ასევე კონსულტაციები გვექნება პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტთან და ფრაქციასთან. ამიტომ ჩვენ ჩვენს მოსაზრებას წარმოგიდგენთ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობის პოზიციაზე. რაც შეეხება თანხებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, მინდა გითხრათ, რომ ეს გარკვეულწილად არის სპეკულაციის თემა ხშირ შემთხვევაში ოპონენტების მხრიდან წამოწყებული. ეფექტიანობა იზომება რა დანახარჯებით, რა რესურსებით რა შედეგს ვიღებთ, ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენი თვითმიზანი იყოს ამ შემთხვევაში თანხების გამოთავისუფლება, ან ადამიანების სამსახურიდან გაშვება. თუმცა, ოპტიმიზაცია კადრების კუთხითაც მოხდება და თანხების კუთხითაც", განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი