სოზარ სუბარი: ცვლილებების მთავარი მიზანი არის მთავრობის ეფექტურობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირება
15-11-2017, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აქცენტი კეთდება არა ხარჯების შემცირებაზე, არამედ ეფექტურობის გაზრდაზე.

 

 

„ცვლილებების მთავარი მიზანი არის მთავრობის ეფექტურობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირება. ხშირად არის საუბარი ამ სამინისტროების გაერთიანებულ ბიუჯეტებზე. მინდა იცოდეთ, რომ ამ ბიუჯეტების 90% და გაცილებით მეტი არის განსახორციელებელი პროექტები და ამ პროექტების თანხა არათუ უცვლელი რჩება, არამედ პირიქით გაიზრდება კიდევაც სწორედ ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე. მაგრამ ბიუროკრატიის შემცირებაზე როცა ვლაპარაკობთ, რაღაც კატასტროფულ ან ძალიან დიდ ციფრებზე არ უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ ძალიან მცირე ნაწილია ამ შემთვევაში ის, რაც იხარჯება ხელფასებზე. ძირითადად ყველა სამინისტროს ბიუჯეტში მთავარი ნაწილი არის პროექტები, რომელიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასე რომ, თანხის დაზოგვაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, აქცენტი გაკეთებულია ეფექტურობაზე. თანხა, ცხადია დაიზოგება, თუნდაც შენობების მიმართულებით, მაგრამ ეფექტურობის გაზრდა არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი", განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი