ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ დაადასტურა, რომ „დატუსაღებულია მის სახლში“
15-11-2017, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, ჯაკობ ზუმამ განაცხადა, რომ იგი ესაუბრა ზიმბაბვეს პრეზიდენტს, რობერტ მუგაბეს, რომელმაც დაადასტურა, რომ „დატუსაღებულია მის სახლში, მაგრამ განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს“. 

 

 

წამყვანი სამხრეთ აფრიკული ახალი ამბების სააგენტო, News24 მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანამდებობიდან გადადგომისთვის ემზადება მას შემდეგ, რაც ძალაუფლება ხელში სამხედროებმა აიღეს.

 

 

„ალ-ჯაზირას“ ცნობით, სამხედროებმა აიღეს სახელმწიფო ტელევიზია, დაბლოკილია დედაქალაქში განლაგებული სამთავრობო შენობების შესასვლელები.

 


პოლიტიკური დაძაბულობა, ერთი კვირის წინ ზიმბაბვეს ვიცე-პრეზიდენტის ემერსონ მნანგაგვას პოსტიდან გადაყენებას მოჰყვა. იგი მუგაბეს შემცვლელად მოიაზრებოდა.

 

 

ზიმბამბვეს არმიის მეთაური ორშაბათს, პრეზიდენტ მუგაბეს სამხედრო ინტერვენციით დაემუქრა, თუკი მმართველ პარტიაში „წმენდას“ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტდა. 

 


ზიმბაბვეს მმართველი „ზანუ-PF“-ის პარტიის „თვითერზე“, რომელიც სავარაუდოდ სწორედ აღნიშნულ პარტიას ეკუთვნის, რამდენიმე განცხადება გავრცელდა, სადაც უარყოფენ, რომ ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალებას და აცხადებენ, რომ ძალაუფლების „უსისხლოდ გადაცემა“ ხდება. უცნობია, თუ ვინ მართავს აღნიშნულ ანგარიშს „თვითერზე“.

 

 

როგორც ცოტა უფრო ადრე BBC იუწყებოდა, ზიმბაბვეში „სამხედრო გადატრიალების ელემენტები“ შეინიშნება. „დედაქალაქ ჰარარეს ზოგიერთ გარეუბანში და მათ შორის მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალური პირების საცხოვრებელი სახლების საიხლოევს და პრეზიდენტ მუგაბეს კერძო რეზიდენციასთან აფეთქებებს აქვს ადგილი და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლები მიმდინარეობს“.

 


„არმიის განცხადებით, მუგაბეს და მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია“.

 


„ისინი უარყოფენ, რომ ეს სამხედრო გადატრიალებაა, რადგან მათ ძალაუფლების უზურპაცია არ მოუხდენიათ. ისინი აცხადებენ, რომ მათი სამიზნე მუგაბეს გარემოცვაა და როგორც კი მათი მისია შესრულდება, მას პრეზიდენტობა აღუდგება“, იუწყება BBC.

 

 

 


ამასობაში კი აშკარაა, რომ სამხედროები ჰარარეს ქუჩებში პატრულირებენ და მდგომარეობას აკონტროლებენ.

 

 

პრეზიდენტ მუგაბეს მხარდამჭერები კი მზად არიან მისთვის სიცოცხლე გასწირონ და არ მისცენ უფლება სამხედრო ძალების მეთაურს დაამხოს კანონიერი ხელისუფლება.

 

 

BBC-ის ცნობით, ზიმბაბვეს სახელმწიფო გაზეთს, The Herald-ს ღამით განვითარებული მოვლენების შემდეგ თავისი ვებგვერდი კარგა ხანს არ ჰქონდა განახლებული და იქ დიდ ხანს ის ამბები იდო, სადაც პრეზიდენტ რობერტ მუგაბესადმი მხარდაჭერა იყო გამოხატული.

 


მთავარ ამბად კი „ზანუ-PF“-ის პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, კუძაი ჩიპანგას გამონათქვამი იყო გამოტანილი, სადაც იგი გამოხატავდა მხარდაჭერას პრეზიდენტისადმი და აცხადებდა, რომ „ჩვენ პრეზიდენტს ჩვენი სიცოცხლის ფასად დავიცავთ“.

 

 

The Herald-მა მოგვიანებით განაახლა თავისი ვებგვერდი და განათავსა ახალი ინფორმაციები არმიის მიერ ძალაუფლების ხელში აღებასთან დაკავშირებით. 

 

 

ბოლო ინფორმაციით, „ზანუ-PF“-ის პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ჰარარეში დააპატიმრეს. 

 

 

გაზეთის მფლობელმა ტრევორ ნკუბემ „თვითერზე“ დაწერა, რომ ჩიპანგას გარდა დაპატიმრებულია ცენტრალური სადაზვერვო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე ალბერტ ნგულუბე, ხოლო ჯერ კიდევ არაფერია ცნობილი ეროვნული პოლიციის კომისრის, ავგუსტინე ჩიჩურის შესახებ. 

 

 

როგორც BBC იუწყება, დაპატიმრებულია ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც.

 

 

BBC-ის ცნობით, სახელმწიფო ტელევიზიაზე დამოუკიდებლობის მოპოვების, 1980-იანი წლების შემდგომი პატრიოტული სიმღერები და გენერალ-მაიორ სიბუსისო მოიოს ერთი და იგივე განცხადება გადის, რომლის აუდიო ვერსიასაც იმეორებს ქვეყნის სახელმწიფო რადიოც.

 


გენერალ-მაიორი ზიმბაბვეს ეროვნული მაუწყებლობის კორპორაციის ეთერში აცხადებს, რომ სამხედროებმა ხელში აიღეს ძალაუფლება, რაც დროებითია და რომ პრეზიდენტი მუგაბე უსაფრთხოდაა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში მძიმე შეიარაღება დგას, ჰარარეში მაინც სიმშვიდეა, თუმცა ბანკებთან ხალხის დიდი რიგები შეინიშნება. მოქალაქეები თავიანთი ანგარიშებიდან თანხების გატანას ცდილობენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი