გიორგი კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან ყურადღება მახვილდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრაქტიკულ მხარდაჭერაზე
16-11-2017, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშს ეხმაურება. პრემიერი ევროპელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

 

„მივესალმებით ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღებას, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მოახლოვებული სამიტის წინ და ევროკავშირის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ. ევროპარლამენტარების რეკომენდაციებში ასახულია სრული მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების მიმართ, როგორიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფებები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გრძელვადიანი მიზნების დასახვის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის ანგარიში მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და არის მოწოდება, რომ გაიზარდოს ევროკავშირის როლი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან ყურადღება მახვილდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრაქტიკულ მხარდაჭერაზე, რაც გულისხმობს საინვესტიციო პროექტებისა და მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივებას. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მეგობრებს ამ მხარდაჭერისთვის", ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხდებაში, რომელიც მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ანგარიშს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ კენჭი გუშინ, 15 ნოემბერს ეყარა. ანგარიშს მხარი დაუჭირა 519-მა დეპუტატმა, 114 კი, წინააღმდეგი იყო.

 

 

„ევროპარლამენტი რეკომენდაციებით მიმართავს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურს. ანგარიში ასახავს საქართველოსთვის პრიორიტეტულ რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ: ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა ხაზი გაუსვას, რომ ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან მოლდოვასთან და უკრაინასთან არაა ევროკავშირთან ურთიერთობების საბოლოო მიზანი და რომ სამიტმა საქართველოსთან მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით გრძელვადიანი მიზნები უნდა დასახოს.


 
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებები გამომდინარე იქედან, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლისა და 2017 წლის 25 მარტის რომის დეკლარაციის შესაბამისად, ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე.


 
ანგარიშის თანახმად,  ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ სამიტის ამბიციურ დეკლარაციაზე, რომელიც შესაბამის გრძელვადიან მიზნებს დასახავს.
 


ევროპარლამენტის ანგარიში მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, ასევე ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა, აღმოსავლეთ სამეზობლოში შექმნილი ვითარების, მათ შორის საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით.



გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, ევროპის საინვესტიციო ბანკს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროპული საინვესტიციო გეგმის წარმატებით განხორციელებაში, ისევე როგორც იმუშაონ ასოცირების შეთანხმებების შემსრულებელი პარტნიორი ქვეყნებისთვის სპეციალური დახმარების მექანიზმის ასამოქმედებლად; ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, შეიქმნას სპეციალური ფონდი (trust fund) უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის - მრავალდონორიანი ინსტრუმენტების გამოყენებით, საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.


 
ევროპარლამენტის ანგარიშში ასევე საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივების აუცილებლობაზე, მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობასა და ამ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე", ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი