ჩრდილოეთ გერმანიას ქარიშხალმა გადაუარა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულია 26 წლის მამაკაცი, რომელიც ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ჰამბურგში იმყოფებოდა, როდესაც მათ ავტომობილს ქარისგან მოგლეჯილი შენობის ნამსხვრევი დაეცა.
ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით ქალაქი ბიუტცოვი და როსტოკი დააზიანა. თვითმხილველების თქმით, ტორნადომ ავტომობილები დააზიანა, სახლებს კი სახურავები ახადა. სახანძრო სამსახურში დახმარების თხოვნით 500-ზე მეტი ზარი შევიდა.
უამინდობის გამო ჰამბურგიდან ლუბეკამდე სარკინიგზო რეისები გადაიდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.