ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გატარებული რეფორმების წყალობით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, სტაბილური და სანდო ქვეყანა
16-11-2017, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ საკმაოდ წარმატებით განახორციელა სხვადასხვა რეფორმა ეკონომიკური მიმართულებით. სწორედ ამ რეფორმების წყალობით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, სტაბილური და სანდრო ქვეყანა ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორიც არის გამჭვირვალობა, მეტი ღიაობა, უსაფრთხოება და სხვა“, განაცხადა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალოუსიო ნუნეს ფერეირამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

როგორც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა იგი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე და გატარებულ რეფორმებს, რაც ბრაზილიისთვის საკმაოდ საინტერესო და სამაგალითოა. ფერეირას განცხადებით, მისთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საქართველომ გაატარა ელექტრონული მომსახურების მიღების მიმართულებით.

 

 

„ძალიან ვაფასებთ იმ რეფორმებს, რომლებიც თქვენ განახორციელეთ და იმ წარმატებას, რომელიც საქართველოს აქვს სერვისების ელექტრონულად მიღების კუთხით“, განაცხადა ალოუსიო ნუნეს ფერეირამ.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. მისი თქმით, საქართველო კავკასიის რეგიონში ბრაზილიისთვის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და იგი აქტიურად მუშაობს ბრაზილიის შესაბამის სამინისტროსთან, რომ მოხდეს საქართველოში ბრაზილიის ბიზნეს დელეგაციის სტუმრობა, რათა მათ ადგილზე შეაფასონ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები.

 

 

როგორც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობა მაღალ ნიშნულზეა და ახლა საჭიროა ეს სათანადოდ გამოვლინდეს კონკრეტულ სფეროებში ურთიერთობებში - იქნება ეს ხალხთა შორისი კონტაქტები, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ა.შ.

 

 

მან ასევე მაღალი შეფასება მისცა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც მინისტრებმა დღეს მოაწერეს.

 

 

მან მაღალის შეფასება მისცა ორი ქვეყნის ურთიერთობის საპარლამენტო განზომილებას და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ბრაზილიელი სენატორების ვიზიტს საქართველოში.

 

 

როგორც მინისტრმა განაცხადა ბრაზილიის პარლამენტში დიდი მხარდაჭერა მოჰყვა სენატორების ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ალოუსიო ნუნეს ფერეირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრაზილიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ ბრაზილია მხარს უწერს საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას.

 

 

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 2017 წლის 15-16 ნოემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ მინისტრთან. ნუნეს ფერეირამ პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი